აბჰოჯანა – (ვალის ამოღების საოცარი პრაქტიკა ინდოეთში)
ინდური რელიგიური განმარტებითი ტექსტები – „შასტრა” კრედიტორებს მევალეებისაგან ვალის ამოღების ერთობ უცნაურ,გრძნობებსა და მორალზე გამავალ მეთოდს სთავაზობდა. (ავტორი გენია.ჯი) „შასტრას” რეკომენდაციის თანახმად,იმ შემთხვევაში,თუ მევალე კრედიტორს ვალს დათქმულ დროზე არ ან ვერ დაუბრუნებდა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,კრედიტორი – შიმშილობას იწყებდა.აღნიშნულ მეთოდს ინდოეთში - „აბჰოჯანა”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ და იგი ვალის ამოღების ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენდა XII-XIII საუკუნეებში ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში. „დჰარმაშასტრა ნადარა” გვამცნობს,რომ „აბჰოჯანა”-ს მეთოდის გამოყენებისას,ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ კრედიტორი იწყებდა შიმშილობას,არამედ იგი აშიმშილებდა თავისი ოჯახის წევრებსა და მოსამსახურეებსაც კი.შიმშილობა შესაძლოა გაგრძელებულიყო როგორც მოკლე ვადით,ასევე ფატალური შედეგის დადგომამდეც.უკიდურეს ვარიანტში,კრედიტორი შიმშილობას თავად მევალის სახლში იწყებდა.ეს იმის მაუწყებელი იყო,რომ იგი მზად იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეშიმშილა და ეშიმშილა მანამ,სანამ არ გარდაიცვლებოდა.თუ „აბჰოჯანა” ტრაგიკული შედეგით დასრულდებოდა,მევალეს არა მხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა,არამედ იურიდიულიც,რადგან მას ადამიანის განზრახ მკვლელობაში სდებდნენ მსჯავრს და სასტიკადაც სჯიდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)