ოთარ ჭილაძე – „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!”

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!

და თუ არ გახსოვს,

თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს,

თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის იმ ხატის ფასი,

თუ გააჩუქე წმინდანების ფლოსტიც და ფლასიც -

რიღასთვის იხვეჭ მოსახვეჭელს, რიღასთვის ზრუნავ,

ან ოქრო ვერცხლით ვისთვის ივსებ ბუდეს და ბუნაგს,

ან რატომ უქშევ შენს ვენახში ჩაფრენილ ჩიტებს,

ანდა „სამოთხის გასაღები” და „სულის კლიტე”

რაღად გჭირდება ! -

ცეცხლს მიეცი, წყალს გაატანე,

რომ ბედნიერი იყო მარად, როგორც ტანტალე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>