ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”

ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,დიდი ფრანგი მხედართმთავარი - ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) თავისი ცხოვრების ადრეული ეტაპიდანვე ყოფილა გატაცებული ლიტერატურით.სამწერლო ასპარეზზე გასვლა საფრანგეთის მომავალმა იმპერატორმა პატარაობაშივე სცადა და რამდენიმე ნაწარმოების დაწერაც დაიწყო. 17 წლის ასაკში მყოფმა ერთ-ერთ საგამომცემლო სახლში ერთი მისი ლიტერატურული ქმნილება კიდეც მიიტანა,თუმცა მის მიმართ გამომცემლებს ინტერესი არ გამოუვლენიათ… ხოლო,როდესაც გამოავლინეს,უკვე თავად ნაპოლეონს აღარ აინტერესებდა ლიტერატურა,რადგან სამწერლო ასპარეზზე გასვლას ბრძოლის ველზე გასვლა არჩია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ბონაპარტმა საკუთარი ლიტერატურული ნაწარმოებები ლიონის აკადემიასაც გადაუგზავნა,თუმცა მათაც ამაოდ – ლიონის აკადემიის წევრები ახალგაზრდა დამწყები ლიტერატორის ტალანტმა ვერ მოხიბლა.მიუხედავად წარუმატებლიბისა,ნაპოლეონმა მაინც დაწერა რამდენიმე ნაწარმოები – „კორსიკის ისტორია”, „დიალოგი სიყვარულზე”, „წერილი მატეო ბუტაფუოკოს” და „ვახშამი ბოკერში”.თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება მაინც „კლისონსა და ეჟენს” ხვდა წილად.ნაწარმოებს,რომელსაც ბევრი ნაპოლეონის რომანად მიიჩნევს.არადა აღნიშნული ქმნილება სულ რაღაც 9 ფურცლისაგან შედგება.ნაპოლეონი „კლისონისა და ეჟენის” გამოქვეყნებას არ აპირებდა და იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ახლობელთა წრისათვის იყო ცნობილი.თუმცა მოგვიანებით,სწორედ ახლობელთა წყალობით გახდა იგი ცნობილი ფართო მასებისთვის.ბიოგრაფები ირწმუნებიან,რომ ბონაპარტმა ეს ქმნილება ულამაზეს ქალს – ეჟენ დეზირე კლანს მიუძღვნა,რომელზედაც თავის მხრივ,უზომოდ იყო შეყვარებული.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნაპოლეონი მიიჩნევდა,რომ ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენა წარსულ დროში დაშვებული შეცდომა იყო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>