ჯორჯ ბაირონი და „ბოცმანი”

გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი პოეტი - ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (1788-1824 წლები) თავის უსაყვარლეს ნიუფაუნდლენდის ჯიშის ძაღლს,სახელად – ბოცმანს, – „ოთხფეხა არისტოკრატად” მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი) ბაირონი თავისი ოთხფეხა მეგობრის ერთგულებას შემდეგი მეთოდით ცდიდა ხოლმე: იგი ტანისამოსით ხტებოდა წყალში და ისეთ ინსცენირებას აკეთებდა,თითქოს იხრჩობოდა.პატრონის გადასარჩენად კი წყალში უმალვე თავგანწირვით ეშვებოდა ერთგული მეგობარი.მას შემდეგ,რაც ბოცმანი ავად გახდა,პოეტმა 1808 წლის 30 ოქტომბერს დაწერა ერთგვარი ეპიტაფია,სახელწოდებით – „ წარწერა ნიუფაუნლენდის ძაღლის ძეგლზე”.აღნიშნულიდან სულ რაღაც ცხრამეტიოდე დღის გასვლის შემდეგ,ბოცმანი მოკვდა.მისი სიკვდილით გულშეღონებულმა ბაირონმა ღირსეული პატივი მიაგო დაღუპული მეგობრის ხსოვნას და იგი არა მხოლოდ სახლის წინ განთავსებულ ბაღში დამარხა,არამედ საფლავის ქვაც კი დაუდგა.ის საფლავის ქვა,რომელზედაც მისივე დაწერილი ეპიტაფიაა განთავსებული დღემდე:

„აქ განისვენებს იმ სულიერი არსების ნეშთი,რომელიც ერთმანეთში აერთიანებდა სილამაზეს მანკიერების გარეშე, ძალას ძალაუფლების გარეშე, სიმამაცეს სისასტიკის გარეშე და ადამიანურ კეთილშობილებასა და ღირსებას ყოველგვარი ბოროტებისა და უღირსობის გამოვლინების გარეშე.ეს საამაყო სიტყვები ნამდვილი უგუნურება იქნებოდა,თუ ის ადამიანის საძვალეზე ამოიტვიფრებოდა.ეს სიტყვები მხოლოდ ძაღლის,სახელად – ბოცმანის ხსოვნას ეძღვნება,ძაღლისა,რომელიც დაიბადა კუნძულ ნიუფაუნლენდზე 1803 წლის მაისში და მოკვდა 1808 წლის 18 ნოემბერს ნიუსთედსის საგრაფოში”.

1811 წელს შედგენილი ანდერძის თანახმად,ჯორჯ ბაირონი მისი ოთხფეხა მეგობრის გვერდით უნდა დაეკრძალათ,თუმცა პოეტის ანდერძი არ აღუსრულებიათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>