ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ნუ გავამტყუნებთ ჩვენ შვილებს”
„ერთი რამ არის,რომ არ უნდა ვივიწყებდეთ: ზოგ შემთხვევაში მეტისმეტად მკაცრი მნიშვნელობით აღვნიშნავთ ხოლმე შვილების უმადურობას.ყოველთვის არ არის ისე განსაკიცხი ეს უმადურობა,როგორც ჩვენ გვგონია.ეს არის უმადურობა ბუნებისა.ბუნება წინ იცქირება.ბუნება ჰყოფს ცოცხალ არსებათ; ერთ ნაწილში მომავალნი ჰყავს,მეორეში მიმავალნი; მიმავალთ პირი ბნელისკენა აქვთ,მომავალთ კი ნათელისკენ. და აქედან – განშორება,რომელიც მოხუცებულების მხრივ აუცილებელია და ყმაწვილების მხრივ – უნებური.ეს განშორება,ძნელად საგრძნობი თავდაპირველად,თანდათან იზრდება,როგორც ყოველი განშტოება: დედა ხეზე არიან ტოტები,მაგრამ უფრო და უფრო შორდებიან; ეს მათი ბრალი არ არის.სიყმაწვილე იქით მიდის,სადაც სიხარულია,მხიარულება,ტკბილი სინათლე,სიყვარული; სიბერე კი – განსვენებისკენ.ერთად არიან,თვალს არ აშორებენ ერთმანეთს,მაგრამ ის სიყვარული კი აღარ არის.სიყმაწვილეს სიცოცხლის სიცივე ერევა,სიბერეს – აკლდამის სიცივე.ნუ გავამტყუნებთ ჩვენ საწყალ შვილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)