ანაქარსისისა და ბერძნების ურთიერთდამოკიდებულება
ანტიკური ხანის ათენში სკვითიიდან ჩასული მრავალი ადამიანი იყო დამკვიდრებული.მათ შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა საქსური წარმომავლობის მქონე დიდი სკვითი ფილოსოფოსი და სწავლული - ანაქარსისი (ძვ.წ.აღ-ით 605-545 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ათენელებს საკუთარ თავზე იმთავითვე დიდი წარმოდგენა გააჩნდათ (უცხო ტომელებს – „ბარბაროსებად” მოიხსენიებდნენ),რაც გახლდათ კიდეც მიზეზი იმისა,რომ ისინი ერთობ დამამცირებლად ექცეოდნენ სკვითიიდან ჩასულ ხალხს.უპატივცემულობა,რომელსაც ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა იჩენდა სკვითების მიმართ,დიდ გაღიზიანებას იწვევდა ანაქარსისში,რომელიც თავის მხრივ,ბერძნულ ენაზე წერდა თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომებს..ამას თან ერთვოდა ისიც,რომ ათენელები მასხრად იგდებდნენ ამ უდიდეს სკვით სწავლულსაც. „ – თქვენ,სკვითებს საკუთარი სახლებიც კი არ გაგაჩნიათ,ერთადერთი რაც გაქვთ – კიბიტკებია (სკვითი,ყალმუხი და ბოშა ხალხის გადასატანი სახლები. – ავტორი გენია.ჯი); ამიტომ შენი განსჯები იმის შესახებ,როგორი წესრიგი სჯობს სახლში და მითუმეტეს სახელმწიფოში,დაცინვის მეტს არაფერს იმსახურებსო”, – ხშირად ეუბნებოდნენ ათენელნი სკვით ანაქარსისს. „ნუთუ სახლი – მხოლოდ კედლებია? არა,ბატონებო! სახლი – უპიველეს ყოვლლისა ადამიანებიაო”, – პასუხობდა ფილოსოფოსი.ბერძენთა დამოკიდებულებამ ანაქარსისი აიძულა ათენელთა წინააღმდეგ ერთობ კრიტიკული წერილით გაელაშქრა: „ბერძნები,რომლებიც ადამიანებს შეურაცხყოფენ და ამცირებენ წარმომავლობისა და ენის გამოისობით,თავად არიან სირცხვილი თავიანთი ქვეყნისა.
რომ იცოდეთ,სკვითები ბერძნებზე ბერად უკეთ ცხოვრობენ,რადგან,რაც მათ აქვთ – საერთოა და არა აქვთ არაფერი ზედმეტი.ყოველი მათგანი მცირედით კმაყოფილდება.არავის არავისი შურს და არც ეჭვი ეპარებათ ერთმანეთში.ხოლო თქვენში,ბერძნებში,ღმერთებმაც კი სამყაროს დაყოფა-განაწილებით დაიწყეს ასპარეზზე გამოსვლა: ერთს – ცა ხვდა წილად; მეორეს – ზღვა; მესამეს – მიწისქვეშა სამეფო და ასე შემდეგ.თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნო,რომ თქვენგან,ბერძნებისაგან განსხვავებით,ღმერთებს მიწა არ გაუყვიათ და თქვენგანვე განსხვავებით,მიწის დაუფლებისათვის არც მარადიულ ომში ჩართულან”. – წერდა ანაქარსისი თავის კრიტიკულ წერილში. – (ავტორი გენია.ჯი)