„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ტვინი თუ გავანძრიეთ,ჭკუასაც ვიპოვით”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სამშობლოს სამსახურს ფასი არ ადევს”.

* * *

„საფლავისაკენ მიმავალ კაცს ამხელა გზაზე ფათერაკს რა გამოულევს”.

* * *

„ყველაზე უნიშვნელო შეცდომასაც კი შესაძლოა ყველაზე საშინელი შედეგები მოჰყვეს”.

* * *

„კანონები შეიცვალა,მაგრამ აღმოსავლური და დასავლური მსოფლმხედველობა იგივე დარჩა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველ ადამიანს მხოლოდ საკუთარი პრობლემა ჰგონია უნიკალური”.

* * *

„მართალი,მართალი იყო დოქტორი ფროიდი: „რაც უფრო სრულყოფილია ადამიანი გარეგნულად,მით უფრო ბევრი დემონი ჰყავს შინაგანადო!”

* * *

„ადამიანზე გამარჯვება შეუძლებელია მანამ,სანამ თავად არ აღიარებს დამარცხებას”.

* * *

„ადამიანი ყოველთვის მარტო რჩება მაშინ,როდესაც ადამიანად ყოფნას გადაწყვეტს”.

* * *

„ძუნწებს გრძელი ხელები აქვთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება