„ტუნიკას” შესახებ…
ამა თუ იმ სახის ორი ნაჭრისაგან შეკერილი ერთობ სადა სამოსი – ტუნიკა,ისტორიის ადრეული ეპოქებიდანვე ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკის მიწებიდან ვიკინგების მიწებამდე ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ხალხებში.ცნობილია ისიც,რომ ტუნიკებს ძველი ბერძნები ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით III საუკუნიდან ატარებდნენ.თუმცა აღნიშნული სამოსი განსაკუთრებული მოწონებით მაინც ძველ რომაელებში სარგებლობდა,რამაც იგი მათი გარდერობის უცილობელ ატრიბუტადაც აქცია. (ავტორი გენია.ჯი) ძველი რომაელების ტრადიციული სამოსი – ტუნიკა,რომელსაც „მარადიული ქალაქის” მკვიდრნი ტოგის ქვეშ იცვამდნენ და რომლითაც ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი სარგებლობდა,განკუთვნილი გახლდათ როგორც მამაკაცებისთვის,ასევე მანდილოსნებისთვისაც.მამაკაცები ატარებდნენ სახელოების არმქონე მუხლებამდე ტუნიკებს,ხოლო ქალები კი სახელოების მქონე ტუნიკებზე ზემოდან იცვამდნენ სახელოების გარეშე არსებულ ტერფებამდე სიგრძის ტუნიკებს.გარდა ამისა,გავრცელებული იყო ასევე ორი სხვა სახის ტუნიკაც: „Tunica interior”-ი,რომელსაც ძირითადად ახალგაზრდა რომაელები ატარებდნენ და „Tunica tecta” (ვიწრო და გრძელი ტუნიკა),რომლითაც ისინი ქორწინებისას სარგებლობდნენ.საყურადრებოა ის გარემოება,რომ ძვირადღირებული აბრეშუმის ქსოვილებისაგან დამზადებულ ტუკიკებს არა მხოლოდ მდიდარი რომაელების ოჯახის წევრი მანდილოსნები ატარებდნენ,არამედ მათი მონა-ქალებიც კი.
რომის იმპერიის დაპყრობის შემდეგ არაბებმა გადაწყვიტეს,რამდენიმე ცვლილება შეეტანათ ძველ რომაული ტუნიკებში,რის გამოც მას აღმოსავლური კულტურისათვის დამახასიათებელი რამდენიმე შტრიხი შემატეს: მდიდრების ტუნიკები შემკული იქნა ძვირფასი ქვებით,ძვირფასი სამკაულებითა და აღმოსავლური ორნამენტებით (ადრინდელ პერიოდებში ტუნიკების ფერი და ძვირადღირებული ნაჭერი განსაზღვრავდა მისი მფლობელის სოციალურ სტატუსს) შუა საუკუნეებიდან ტუნიკამ ევროპულ მოდაში აქტუალურობა დაკარგა.თანამედროვე ეპოქაში,რიგი აღმოსავლური ქვეყნების მსგავსად,ერთადერთი ევროპული სახელმწიფო,სადაც ტუნიკათი სარგებლობენ, – ვატიკანია. – (ავტორი გენია.ჯი)