ონორე დე ბალზაკის ნააზრევი…

„ცხოვრების დასაწყისში,თვით ყველაზე თავზეხელაღებული ვაჟკაცებიც შეიძლება უეცრად დაიბნენ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კეთილშობილი ადამიანები ცუდი ვაჭრები არიან”.

* * *

„დიდი გონებით დაჯილდოებული ადამიანების ერთ-ერთი უბედურება ისაა,რომ,მათდა უნებურად,ყოველივე ერთნაირად გასაგებია მათთვის,ბოროტებაცა და სიკეთეც”.

* * *

„ქალები მამაკაცებს აიძულებენ იერიშით დაანგრიონ პატიოსნების ავად თუ კარგად გამაგრებული ზღუდეები.იწყებენ მსჯელობას ვალდებულების,წესიერი საქციელის,სარწმუნოების შესახებ.ამ ერთგვარ ციხე-სიმაგრეს თავს აფარებენ და მოსოწნთ,როცა მას ძლიერი შეტევით იღებენ”.

* * *

„დიპლომატია ძალზედ ხელსაყრელი გახლავთ,რამეთუ მისი გამოვლინება მაღალი თანამდებობის დაკავებით შეიძლება და თავდაჭერილობასაც მოითხოვს,რაც უვიცებს საშუალებას უქმნის არაფერი წამოაყრანტალონ და ვითომცდა საიდუმლოდ თავის გაქნევ-გამოქნევით დაკმაყოფილდნენ.ამ მეცნიერებაში ყველაზე ძლიერად ის ითვლება,ვინც განსაკუთრებული სიმსუბუქის გამო მოვლენათა ტალღებს ზემოთ თავაწეული ამოტივტივებულა და მოვლენათა მესაჭედ გაუსაღებია თავი.ხელოვნებისა არ იყოს,აქაც ერთ ნიჭიერ კაცზე ათასი გონებაშეზღუდული მოდის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხელმწიფეს ეპატიება შეცოდებანი,მაგრამ ტახტიდან გადადგომა კი არა; ამის გამო იგი ისჯება”.

* * *

„მოსწრებულად უთქვამს რაფაელს: „რომ გაიგო – ნიშნავს – გაუტოლდეო”.

* * *

„რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება,თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება!”

* * *

„განა ზიარებასავით არ გამხნევებს,როდესაც,საღამოს,თავს ბალიშზე დადებ და შენ თავს ეტყვი: „არ შემირისხავს საქმენი სხვისი,მწუხარება არავისთვის მიმიყენებია,ჩემი გონება ხანჯალივით არ ჩარჭობია არც ერთ ალალ გულს,ჩემს დაცინვას არ ჩაუკლავს არვის ბედნიერება.ერთი სიტყვით,არასოდეს ჩემი რწმენისათვის არ მიღალატია”.

* * *

„ზნეობრივი სახეცვლილება სწრაფად მოქმედი კანონების მიხედვით მიმდინარეობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>