მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გამოჩენილი რუსი მწერალი და დრამატურგი – მიხეილ ბულგაკოვი (1891-1940 წლები) პროფესიით ექიმი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მომავალი ლიტერატორი სიფილისის,იგივე – ათაშანგის ანთროპონოზური დაავადების განკურნებით იყო დაკავებული.კიევში ცხოვრებისას,ექიმი ბულგაკოვის სამუშაო კაბინეტზე შემდეგი წარწერის მქონე დაფა იყო გაკრული: „ვენერიული დაავადება და სიფილისი”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიხეილმა ათაშანგის თემა თავის რამდენიმე ნაწარმოებში წამოწია წინ.მათ შორის რომანში – „თეთრი გვარდია” და იუმორისტულ ნოველაში – „დღესასწაული ათაშანგთან”.ბულგაკოვის შემოქმედების მკვლევარებმა შენიშნეს ისიც,რომ აღნიშნულ საკითხს მწერალი ისეთ ნაწარმოებშიც კი შეეხო,როგორიც გახლავთ – „ოსტატი და მარგარიტა”.რომანში ათაშანგის სიმპტომები ნაწარმოების ერთ-ერთ გმირს – ვოლანდს აღენიშნება. – (ავტორი გენია.ჯი)