ვლადიმერ მაიაკოვსკი – „ეპიზოდი”
იმერეთის დაბლობზე,ხანისწყლის ნაპირებზე განფენილ ბაღდათში დაბადებულ სახელოვან რუს პოეტს - ვლადიმერ მაიაკოვსკის (1893-1930 წლები) თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში გამუდმებით ტანჯავდა ისეთი სიმპტომი,როგორიც გახლავთ – „ბაქტერიოფობია”,ანუ – „მიკრობებისა და ბაქტერიების შეყრის შიში”. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფობიიდან გამომდინარე პოეტს განსაკუთრებით სძულდა ყოველგვარი ნემსი და ქინძისთავი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მაიაკოვსკი „ბაქტერიოფობიით” მას შემდეგ დაავადდა,რაც მამა სისხლის მოწამვლის შედეგად გარდაეცვალა 1906 წელს.პოეტის მამას – ვლადიმერ კონსტანტინეს ძეს წიგნის ფურცლების ამოკემსვისას თითში ნემსის წვერი მოხვდა.ამ „პატარა” ნაჩხვლეტმა მისი ყურადღება არ მიიქცია,რასაც შედეგად სისხლის მოწამვლა და ფატალური შედეგი მოჰყვა თან. – (ავტორი გენია.ჯი)