იცით თუ არა,რომ
1. იმისათვის,რომ შუა საუკუნეების ჩეხეთში რომელიმე დასახლებას ქალაქის სტატუსი მიეღო,აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში განთავსებული ყოფილიყო – სასამართლო,საბაჟო და ლუდსახარში საწარმო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ცენტრალურ აზიაში განთავსებულ ტაჯიკეთის სოციალისტურ რესპუბლიკასა და უზბეკეთის რესპუბლიკაში დაბადებული ვაჟების უმრავლესობას სახელად – „ზაფარი” უწოდეს,რაც თარგმანით – „გამარჯვებულს” აღნიშნავს.
* * *
3. წიგნის დაბეჭდვას ავტორის ნებართვის გარეშე (ფარულად) – „კონტრაფაქცია” ეწოდება.
* * *
4. ძველ რომში საზღვაო ბრძოლაში გამარჯვებულებს ლითონის გვირგვინით აჯილდოვებდნენ,რომლებზედაც გამოყვანილი იყო გემის წვერი.
* * *
5. „ვინ იქნება დღეს წერა-კითხვა იცოდეს და თქვენ კი ვერ გიცნობდეს? განა ყველანი თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებზე არ აღვიზარდეთ? თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებში ვისწავლეთ ქართული წერა-კითხვა,თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა”. – წერდა ეგნატე ნინოშვილი თავის კერძო ბარათში იაკობ გოგებაშვილს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. დანიურ ანბანში ლინგვისტებმა უკანასკნელი ცვლილებები 1948 წელს შეიტანეს.
* * *
7. ალბერტ აინშტაინმა იერუსალიმში განთავსებულ უნივერსიტეტს არა მხოლოდ პირადი ხელნაწერები და წერილები უანდერძა,არამედ უფლებაც დართო თავისი სახელი კომერციული მიზნებისათვისაც გამოეყენებინა.
* * *
8. ერთადერთი სოციალისტური ქვეყანა მსოფლიოში,სადაც მასონური ლოჟის ფუნქციონირება არასოდეს არ აუკრძალავთ – კუბა გახლავთ. 2009 წლის ოფიციალური მონაცემების თანახმად, „თავისუფლების კუნძულად” წოდებულ კუბაზე „მასონთა დიდ ლოჟაში” – 29 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული.
* * *
9. ერთი მნიშვნელობის,ერთი და იგივე სიტყვის რამდენჯერმე გამეორებას წინადადებაში – „პლეონაზმი” ეწოდება.
* * *
10. ცემენტი,რომელსაც წყალშიც შესწევს უნარი გამყარებისა,ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა გამოიგონეს ანტიკურ ხანაში.ასეთი სახის ცემენტის დასამზადებლად „მარადიული ქალაქის” მკვიდრები ვულკანურ ფერფლს მოიხმარდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)