ვიქტორ-მარი ჰიუგო „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” წინასიტყვაობაში წერდა…
გენიალური ფრანგი რომანტიკოსი მწერალი - ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები) თავისი შემოქმედების საშუალებით მაქსიმალურად ცდილობდა მკითხველი მარტივად ჩასწვდომოდა ავტორის ესთეტიკურ და ფილოსოფიურ მრწამსს.სამშობლოს განუზომელმა სიყვარულმა და მისი ისტორიის ღრმა ცოდნამ ინტელექტუალი ჰიუგო ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე გაიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) ფრანგი ლიტერატორი,რომელსაც დამოუკიდებელი ბრაზილიის პირველმა იმპერატორმა – პედრუ I-მა – „თქვენო უდიდებულესობავ” უწოდა,ფრანგ ხალხს მიზნად უსახავდა დაეცვა თავისი კულტურული მემკვიდრეობა ნებისმიერ ფასად.ამ მოწოდებას კი იგი იმ უკვდავი ქმნილებებით აპიარებდა,რომლებმაც სამარადჟამოდ დაიმკვდირა ადგილი ფრანგული ლიტერატურის უნიკალურ საუნჯეში.კულტურული ძეგლების დაცვისაკენ მოწოდება ბუმბერაზმა ჰიუგომ ყველაზე ნათლად „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” გააკეთა.ნიშანდობლივია ისიც,რომ აღნიშნულმა ნაწარმოებმა ვიქტორი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” ერთ-ერთ „არქიტექტორადაც” კი აქცია, და იმ „არქიტექტორად”,რომლის სახელმაც დაჩრდილა ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად მიჩნეული ტაძრის რეალური არქიტეტორები – ჟან დე შელი და პიერ დე მონტროი.
1831 წლის მარტში დაწერილ მერვე გამოცემის წინასიტყვაობაში ვიქტორ ჰიუგო წერდა:
„მიჰხედეთ შუასაუკუნეების ძეგლებს.ნახეთ,რა დიდებულია,რა გასაოცარი,თვალისმომჭრელი და რა უმოწყალოდ ნადგურდება უგუნურთა,უსულგულოთა,ბედოვლათთა,უაზროთა მსახვრალი ხელით.ყოველთვის მხურვალე დამცველი ვიყავი ჩვენი წარსულის დიდებულ ნაშთთა,ეროვნული სიამაყის უდიდეს ძეგლთა და ამ რომანითაც იგივეს ვიცავ,არც დავდრკები,ვიბრძოლებ იმათ გადასარჩენად”. – (ავტორი გენია.ჯი)
პიერ დე მონტროი
ჟან დე შელი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი