იცით თუ არა,რომ

1. ძველი რომაელები ომის გამოცხადების შემთხვევაში კაპიტოლიმზე აღმართავდნენ ხოლმე წითელი და ლურჯი ფერის მქონე დროშებს: წითელი ფერის დროშები – ცხენოსანი ჯარებისთვის იყო განკუთვნილი,ხოლო ლურჯი კი ქვეითებისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. სახელოვანი გერმანელი მწერალი – ერიხ მარია რემარკი დაქორწინებული გახლდათ ჩარლი ჩაპლინის ყოფილ მეუღლეზე – პალეტ გოდარზე.

* * *

3. „კანარის კუნძულებს” ძველი რომაელები – „ბედნიერი კუნძულების” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ.

* * *

4. ვეფხვები ერთობ ამტან ცხოველებად არიან მიჩნეულნი.მათ ერთი კვირის განმავლობაში ძალუძთ ყოველგვარი პრობლემების გარეშე გაუმკლავდნენ – შიმშილის აუტანელ მოთხოვნილებას.

* * *

5. ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ სპორტსმენად შვედი მსროლელი,სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი – ოსკარ სვანი მიიჩნევა.მან 72 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში 1920 წელს გამართულ ოლიმპიადაში. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. არქივში მოპოვებული ცნობებიდან ირკვევა,რომ იოსებ სტალინის ვაჟმა,პილოტმა – ვასილი სტალინმა სტალინგრადის ბრძოლების მიმდინარეობისას გერმანელ ფაშისტთა სამი თვითმფრინავი გაანადგურა.

* * *

7. ჩინელი ისტორიკოსები დღემდე ირწმუნებიან,რომ ფეხბურთის თამაში პირველად ჩინეთში დაიწყესო.მათი ვარაუდით ფეხბურთმა,რომელსაც „ჩჟუ კე”-ს სახელწოდებით მოიხსენიებდნენ,სათავე ჩინეთში ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 1000 წელს აიღო.

* * *

8. ინგლისელ მეზღვაურებში ერთი უჩვეულო ტრადიციია გავრცელებული: ინგლისური წყალქვეშა ნავები დავალების შესრულების შემდგომ თავიანთ პორტებში მეკობრეთა დროშებით – „მხიარული როჯერის” თანხლებით შედიან.ამ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა ბრიტანელმა ადმირალმა,რომლის რწმენითაც წყალქვეშა ნავით ცურვა მხოლოდ მეკობრეებისათვის შესაფერის საქციელს წარმოადგენდა და არა ნამდვილი მეზღვაურებისა.

* * *

9. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს ყავის დალევისაგან თავის შეკავებას ურჩევს.იმ შემთხვევაში,თუ სპორტსმენს ორგანიზმში 12 მიკროგრამი კოფეინი აღმოაჩნდება,მას ამ უდიდესი სპორტული ღონისძიებისაგან მოკვეთა ემუქრება.

* * *

10. კაკაოს ხის სიცოცხლის ხანგრძლიობა ორ საუკუნემდე პერიოდს მოითვლის და ამ ხნის განმავლობაში იგი ნაყოფს მხოლოდ 20 წლის განმავლობაში იძლევა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>