ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”
XVIII საუკუნის დიდი ევროპელი მხედართმთავრები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამხედრო დიპლომატიური დაზვერვის გამართულ ფუნქციონირებას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის სახელოვანი მეფე - ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები).როგორც ცნობილია, 1757 წლის 5 ნოემბერს ფრიდრიხ დიდის არმიამ სოფელ როსბახთან გამანადგურებელი მარცხი აწვნია ფრანგი მხედართმთავრის – შარლ დე როგან-სუბიზის დაქვემდებარებაში მყოფ ავსტრო-ფრანგულ არმიას.ისტორიკოსები სამართლიანად შენიშნავენ,რომ ისტორიის არც ერთ ეტაპზე არ უგემნია საფრანგეთის არმიას ისეთი სამარცხვინო მარცხი,როგორიც საქსონიის ერთი პატარა სოფლის მიწაზე იგემაო.ერთხელ,როდესაც ფრიდრიხისათვის აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვების მიზეზებზე ჩამოუგდიათ სიტყვა,მას გულახდილად განუცხადებია: „მარშალ დე სუბიზს ასი მზარეული მოსდევდა უკან,მე კი ასი ჯაშუში მიმიძღოდა წინო”. – (ავტორი გენია.ჯი)