ბრტყელტუჩა – „ეპიზოდი”
„ველური დასავლეთი”-ს პერიოდში (1890-1920 წლებში) ტეხასის შტატში (აშშ) განსაკუთრებით მომრავლდა საძოვრებიდან მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მოპარვა.იმისათვის,რომ შინაური ცხოველების მოპარვა გამარტივებოდათ,ავაზაკები მავთულის ღობეების გადასაჭრელად მასობრივად გამოიყენებდნენ ისეთ უწყინარ საჭრელ ხელსაწყოს,როგორიც გახლავთ – ბრტყელტუჩა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მრავალი პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარებისა,ტეხასის ხელისუფლებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაინც ვერ აღკვეთა საქონლის გახშირებული ქურდობები.სწორედ ეს გახლდათ მოტივი შტატის მთავრობის მიერ შემოღებული იმ უჩვეულო კანონისა,რომლის ძალითაც მამაკაცებს აეკრძალათ ბრტყელტუჩას ტარება.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ 1920-იან წლებში მიღებული კანონი დღემდე ძალაშია ტეხასის შტატში. – (ავტორი გენია.ჯი)