ბაბუ სასი – „ეპიზოდი”
„ინდოელი მსოფლიოს მწვერვალზე”. – ამ თიკუნით მოიხსენიებს არაბთა გაერთიანებული სამეფოს უდიდესი ქალაქის – დუბაის მკვიდრი მოსახლეობა იმ უშიშარ ინდოელ ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობის – „ბურჯ-ხალიფას” მშენებლობაზე ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მეამწის ფუნქციას ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი) ინდოეთის სამხრეთში დაბადებული ამწეს ოპერატორის სახელი გახლავთ - ბაბუ სასი. 819 მეტრი სიმაღლის მქონე ნაგებობის მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში,ანუ თითქმის ექვსი წლის განმავლობაში,ამწეს მყუდრო სალონი (კაბინა) სასისთვის არა მხოლოდ ოფისის,არამედ ნამდვილი სახლის ფუნქციასაც კი ასრულებდა.ბურჯ-ხალიფას მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისაგან ცნობილი ხდება,რომ,რადგანაც ამწეზე ყოველდღიური ასვლა-ჩამოსვლა ერთობ დიდ დროსთან იყო დაკავშირებული,ოპერატორი იშვიათად ტოვებდა კაბინას.ამბობენ იმასაც,რომ მშენებლობის დასრულების პერიოდში,თითქმის ერთი წლის განმავლობაში იგი ამწედან საერთოდ არც კი ჩამოსაულაო.ბაბუ სასი რომ ურთულეს სამუშაოს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებდა,ყველა დუბაელისათვის ცნობილი ფაქტი იყო.ამიტომაც გააჩნდათ ადგილობრივებს მის მიმართ ერთობ მოკრძალებული დამოკიდებულება.უნდა შევნიშნოთ ისიც,რომ ინდოელი მეამწის ყოველთვიური ხელფასი 30 000 დირჰემით (8 168 $) განისაზღვრებოდა და ეს მაშინ,როდესაც თითოეული დუბაელის ყოველთვიური საშუალო ხელფასი – 800 დირჰემს შეადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)