უკუთვლის პროცესი – „ეპიზოდი”
უკუთვლის საყოველთაოდ ცნობილი პროცესი (ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი – სტარტი),რომელიც შეუცვლელად თან ახლავს ხოლმე კოსმოსური ხომალდების (რაკეტების) ნებისმიერ სტარტს,არც მეცნიერებისა და არც ასტრონავტების მიერ არ ყოფილა გამოგონებული. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ აღნიშნული პროცესის პრაქტიკაში დამკვიდრება დაკავშირებულია კინემატოგრაფიასთან.კერძოდ კი, 1929 წელს გერმანელი კინორეჟისორის – ფრიც ლანგის მიერ გადაღებულ გერმანულ ფილმთან,სახელწოდებით – „ქალი მთვარეზე”,სადაც პირველად იქნა გამოყენებული ზემოაღნიშნული პროცესი,რომელიც თავის მხრივ,შემდგომ გადმოტანილი და ფართოდ დამკვიდრებული იქნა კოსმოსური ხომალდების კონსტრუქტორების მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)