ჰაგვონი
აზიის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნის – სამხრეთ კორეის მოსახლეობაში,განათლების დონის კოეფიციენტი ერთობ მაღალი მაჩვენებლით არის გამორჩეული.თავის მხრივ კი,მოსახლეობის ასეთი მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი განაირობა სახელმწიფოს დიდებულად აწყობილმა საგანმანათლებლო სისტემამ. (ავტორი გენია.ჯი) სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილია ერთი მეტად საინტერესო ელემენტი,რომლის სახელწოდება გახლავთ – „ჰაგვონი” (Hagwon). ჰაგვონი წარმოადგენს კერძო სკოლას,აკადემიას ან ინსტიტუტს (ხშირად არაკომერციულსაც),სადაც სწავლას მოწყურებული ბავშვები უმაღლეს დონეზე შეისწავლიან არა მხოლოდ მათემატიკას,საბუნებისმეტყველო საგნებსა და სხვა მეცნიერებებს,არამაედ იქვე ეუფლებიან ტაეკვანდოს კორეულ საბრძოლო ხელოვნებას,ბალეტსა და თქვენ წარმოიდგინეთ, – მუცლის ცეკვებსაც კი.ასეთი სახის სასწავლებლებში დასაქმებული არიან მასწავლებლები,რომლთა პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული მათივე შემოსავლები.თუკი პედაგოგი თავისი პროფესიის ღრმა მცოდნეა,მის გაკვეთილებსა თუ ლექციებს ბევრი მოსწავლე ესწრება.შესაბამისად,რაც უფრო მრავლად ჰყავს შეგირდები პედაგოგს,მით უფრო დიდი ხელფასი აქვს.ცნობილია,რომ ხშირ შემთხვევებში ჰაგვონების პროფესიონალ პედაგოგთა ხელფასი წელიწადში ასიათასობით დოლარსაც აღწევს.მაგრამ,თუ ჰაგვონში დასაქმებულ პედაგოგს მცირერიცხოვანი შეგირდები ანიჭებენ უპირატესობას,მას ჯერ სასწავლებლის ხელმძღვანელობა გაფრთხილებას აძლევს,შემდეგ გამოსაცდელ ვადას უნიშნავს და ბოლოს,თუკი სიტუაცია არ გამოსწორდა,სამსახურიდან ათავისუფლებენ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ კაპიტალისტური წყობისათვის დამახასიათებელი ჰაგვონები სამხრეთ კორეაში დიდი პოპულარობით სარგებლობს დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)