ჰარპერ ლი – „ეპიზოდი”

ლიტერატურულ ასპარეზზე ახლად ფეხშებიჯებული ამერიკელი მწერალი ქალი – ჰარპერ ლი (1926-2016 წლები) დროის სიმცირის გამო ნაყოფიერ მოღვაწეობას ვერ ახერხებდა.ეკონომიკური სიდუხჭირის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთ ავიაკომპანიაში მუშაობდა და ლიტერატურულ ქმნილებებზე მუშაობას მხოლოდ თავისუფალ დროს თუ ახერხებდა ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) შიმშილისა და ბინის დაკარგვის საშიშროება ჰარპერს აიძულებდა სამსახურისათვის გაცილებით მეტი დრო დაეთმო,ვიდრე ლიტერატურისთვის.ახალი წლის წინა დღეებში ჰარპერმა მეგობრებისაგან კონვერტი მიიღო.კონვერტში წერილის გარდა ჩეკიც იყო ჩადებული.ჩეკი,რომელიც იმოდენა თანხას უნაღდებდა ჰარპერს,რასაც იგი მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავებდა ავიაკომპანიაში.მეგობრების მიერ დაწერილ წერილში კი ეწერა: „შენ გაქვს ერთწლიანი შვებულება,რათა დაწერო ყოველივე ის,რაც გსურს.ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!” – ამ საქველმოქმედო აქციის ავტორები გახლდნენ ძმები – მაიკლ და ჯო უილიამს ბრაუნები.

მეგობრების საჩუქრით ჰარპერმა არა მხოლოდ დიდად გაიხარა,არამედ დიდად ისარგებლა კიდეც,რადგან საჩუქრის მიღებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე უკვე მზად იყო გამოსაცემად ამერიკელი მწერალი ქალის რომანი,სახელწოდებით – „ნუ მოკლავ ჯაფარას”.რომანი,რომელმაც ავტორს პოპულარობასთან და ფინანსურ სარგებელთან ერთად,პულიცერის პრემიაც მოუტანა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>