ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნააზრევი…
„თუ ყველას გლოვობთ,ვინც უდანაშაულოდ მოუკლავთ,უწამებიათ,განურჩევლად შთამომავლობისა,მეც თქვენთან გახლავართ. მე თქვენთან ერთად ვიგლოვებ მეფის შვილს,ოღონდ თქვენც ჩემთან ერთად იგლოვეთ ხალხის შვილები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოხერხება ჰქონდეს კაცს,თორემ ხალხისთანა ადვილად მოსატყუებელი არა არისრა”.
* * *
„საუკეთესო კაცებსაც ჰყავთ თავიანთი კერპები და ნაწყენი დარჩებიან,როდესაც ღირსეულ პატივისცემით არ უხსენებენ მათ”.
* * *
„დიდი შემოსავალი, სასახლე, ეტლები და ცხენები, ტკბილი საჭმელ-სასმელი, საამური ცხოვრება. ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ ამით მე თქვენ ვერ გაგიცნობთ”.
* * *
„ქრისტესათვის ერთი იყო ბარაბას და და მეფის იროდის შვილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმანკოება შთამომავლობას არა საჭიროებს და ერთნაირად დიდებულია,კონკებშია გახვეული,თუ სამეფო სამოსელში”.
* * *
„ჩვენ მარტო საქმენი დავანგრიეთ ძველი წესწყობილებისა,მაგრამ ვაი,რომ მისი ცნებანი ვერ გავაუქმეთ.წიქვილი დავანგრიეთ,მაგრამ ქარი დარჩა”.
* * *
„ჭექა-ქუხილი და მეხი თავის გზას არ უნდა ასცილდეს”.
* * *
„ადამიანს მტარვალი ჰყავს,გაუნათლებლობა”.
* * *
„მე არა მაქვს კაცის მოკვლის უფლება,მაგრამ მოვალე ვარ მოვსპო ბოროტება”. – (ავტორი გენია.ჯი)