ალფრედ დე მიუსე – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი – ლუი შარლ ალფრედ დე მიუსე (1810-1857 წლები) სხვა მრავალი ცნობილი ადამიანის მსგავსად ერთობ უჩვეულო თვისებებით იყო დაჯილდოებული. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – იოზეფ ჰაიდნი ახალ მუსიკალურ ნაწარმოებზე მუშაობას თავისი ალმასისთვლიანი ბეჭედის გარეშე არასოდეს იწყებდა. მუშაობის პროცესში კი ხშირად უცქერდა მას; იმისათვის, რომ ალექსანდრე დიუმა-უმცროსს შემოქმედებითი შთაგონება შეეღვიძებინა, ხუთჯერ საფუძვლიანად უნდა დანაყრებულიყო; იმისათვის, რომ დიდ ფრანგ მწერალს – ემილ ზოლას ნაყოფიერად ემუშავა, საკუთარ სხეულს სკამზე აბამდა, დიდი ინგლისელი მწერალი ქალი – შარლოტა ბრონტე ლიტერატურულ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყების წინ, რატომღაც ყოველთვის იწყებდა კარტოფილის გათლას. აი, ალფრედ დე მუსიე კი თავის შესანიშნავ ლექსებს სანთლის შუქზე თხზავდა სრულ მარტოობაში.
ტრაპეზის ჟამს სუფრა გაშლილი ჰქონდა ორი ადამიანზე – ერთი ადგილი თავად ეკუთვნოდა, ხოლო მეორე კი მის წარმოსახვაში წარმოშობილ ულამაზეს ქალს, რომლის გამოჩენასაც რეალურ ცხოვრებაში თავდავიწყებით ესწრაფოდა რომანტიკოსი ლიტერატორი. – (ავტორი გენია.ჯი)