Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„ბილწი რამ არის – წარმატება.ბილწი იმით არის,რომ ყალბი მსგავსება აქვს ღირსებასთან და მით ატყუებს ხალხს.ბრბოსათვის წარმატებას იგივე აზრი აქვს,რაიც ჭეშმარიტ ღირსებას.წარმატება იმდენად ემსგავსება ნიჭს,რომ ისტორიასაც კი ატყუებს.მაშ რას სჩივიან იუვენალი და ტაციტი? წარმატებამ ყველა დაიმორჩილა ჩვენს დროში და თვით ფილოსოფიასაც კი შინამოსამსახურის ტანსაცმელი ჩააცვაო.მოახერხეთ წარმატება – აიუ თეორია.წარჩინებული ბრძანდებით,მაშ ღირსეული ბრძანებულხართ,ლოტორეით მოიგეთ,მაშ ღირსი ყოფილხართ.ვინც თავისას გაიტანს,სათაყვანოც ის არის.ქუდ-ბედი დაგყოლიათ და სხვაც არა გინდათრა.ბედი გქონდეთ, და ქვეყანა თქვენია.თუკი ბედნიერი ხართ,მაშ დიდებულად გაღიარებენ.ხუთი-ექვსი მოღვაწე რომ გამოვრიცხოთ,რომელნიც სხივსა ჰფენენ საუკუნეს,თანამედროვე ხალხის დანარჩენებისადმი თაყვანისცემა მხოლოდ სიბეცის შედეგია.მოვარაყებული ოქროდ საღდება.არავინ დაგძრახავთ,ოღონდ მოახერხეთ და უდიდებულესთა შორის გამოიჭიმეთ.ბრიყვია ბებერი ნარცისი,რომელიც თავის თავს შესტრფის და ბრიყვს უკრავს ტაშს.ის უდიდეს ნიჭს,რომელიც ჰქმნის მოსეს,ესქილეს,დანტეს,მიქელანჯელოს,ან ნაპოლეონს,ადვილად მიაკუთვნებს მას,ვინც მოახერხა და თავის მიზანს მიაღწია,სულ ერთია,რაც უნდა იყოს მისი მიზანი.იქნება ის უბრალო ნოტარიუსი,რომელსაც დეპუტატობა გაუკრავს,ვინმე ცრუ კორნელი,რომელსაც „ტირიდატი” დაუწერია; საჭურისი,ჰარამხანა რომ გაუჩენია,უბრალო ჯარისკაცი,შემთხვევით მთელი საუკუნესათვის ფრიად მნიშვნელოვანი ბრძოლა რომ მოუგია; აფთიაქის მოხელე,მუყაოს ძირი რომ დაუდევს წაღებისათვის ტყავის ნაცვლად და ამ წაღებით შეუმოსია მთელი სამეფოს ჯარი და ნახევარ მილიონის შემოსავლის პატრონი გამხდარა; მეწვრილმანე,რომელმაც სისხლის ფასად ასარგებლა ფული და მილიონები შეიძინა,წუწკი ბერი,რომელიც ფეხს ულოკავდა დიდებულთ და ეპისკოპოსობას მიაღწია; თუ უბრალო,დიდ მამულში გამდიდრებული მოურავი,ალბათ ფულის ყადრი სცოდნიაო – ფინანსების მინისტრად რომ მიუწვევიათ… ყველა ამათ ხალხი გენიოსად გამოაცხადებს,გუნდრუკს უკმევს და ფეხქვეშ გაეგება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>