მელბურნის მერიის მახვილგონივრული ქმედება
ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქ – მელბურნში,სადაც შესანიშნავად არის აწყობილი მოქალაქეების სოცუზრუნველყოფის პროგრამა,რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთობ მომრავლდა მოწყალების სათხოვნელად გამოსული ხალხის რაოდენობა ქუჩებში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა გარემოებამ ქალაქის მერიის ხელმძღვანელობა იძულებული გახადა ჩაეტარებინათ კვლევა იმის შესახებ,თუ,რამ განაპირობა მელბურნის ქუჩებში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ხალხის რაოდენობის შესამჩნევი ზრდა.სათანადო კვლევების შედეგად დადგინდა,რომ მოწყალების მთხოვნელების უდიდესი უმრავლესობა სოციალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეები იყვნენ,რომლებიც დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით – „ფსევდო-მათხოვრების” ფუნქციით იღჭურვებოდნენ (იყვნენ ამ საქმისათვის ჩამოყალიბებული სპეციალური ორგანიზებული ჯგუფებიც).ასეთი სახის უცნაურმა დასკვნამ მელბურნის მთავრობა საგონებელში ჩააგდო.დღის წესრიგში დადგა მოწყალების ფსევდო-მთხოვნელებისაგან ქალაქის ქუჩების მაქსიმალურად დაცლა,რისთვისაც შემუშავებული იქნა ერთობ პრაქტიკული და ეფექტური მეთოდი: მელბურნის მერიის შეკვეთით დაბეჭდილი იქნა სპეციალური ბარათები,რომლებზეც დაიტანეს ყველა ის მისამართი,სადაც უსახლკაროთათვის და უპოვართათვის განკუთვნილი საქველმოქმედო დაწესებულებები იყო განთავსებული.ამის შემდგომ,მერიამ აღნიშნული ბარათები მასობრივად გაავრცელა საგაზეთო ჯიხურებსა და სალაროებში და მოქალაქეებს მიმართა რეკომენდაციით,ფულის ნაცვლად მათთვის სწორედ ეს ბარათები გადაეცათ.მელბურნის მთავრობის მიერ გაცემული მახვილგონივრული რეკომენდაცია მოსახლეობამ სრულად გაითვალისწინა,რამაც ისინი იძულებული გახადა ხელი აეღოთ თავიანთ ფსევდო-საქმიანობაზე. – (ავტორი გენია.ჯი)