ბიზანტიის იმპერია – „ეპიზოდი”
„ბიზანტიის იმპერიის ისტორია – ეს გახლავთ სასულიერო პირების,საჭურისებისა და ქალთა წრის ინტრიგებით გაჯერებული მონოტონური ისტორია,რომლისთვისაც ერთობ დამახასიათებელი იყო შეთქმულებები,მოწამვლები,ყოველდღიური უმადურობები,უკმაყოფილებები და გამუდმებული ძმათაკვლის საშინელი მოვლენები”. – წერდა ბიზანტიის იმპერიის შესახებ თავის წიგნში – „ბიზანტიის ისტორია”,გამოჩენილი ინგლისელი მწერალი და გზამკვლევი – ირვინ ნორვიჩი (1929-1999 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ აღმოსავლეთ რომის იმპერია,ანუ – ბიზანტია დაარსებული იქნა კონსტანტინე დიდის მიერ 330 წლის 11 მაისს,ორშაბათს,ხოლო თავისი არსებობა მან შეწყვიტა 1453 წლის 29 მაისს,სამშაბათს.იმპერიის არსებობის განმავლობაში,ანუ მთელი 1123 წლისა და 18 დღის მანძილზე ბიზანტიის სამეფო ტახტი 88 მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეკავა (აქ მხედველობაში არ მიიღება ის 7 მმართველი,რომლებმაც ძალაუფლების ძალადობრივი უზურპაცია მოახდინა ლათინური ოკუპაციის ჟამს).ამ 88 მმართველიდან – კონსტანტინე დიდი, იუსტინიანე, ჰერაკლე I, ორი ბასილი და ალექსანდრე კომნენი – მართლაც რომ ჭეშმარიტი სიდიადის მქონენი იყვნენ; იმპერატორები – ფოკა, საკუთარი დედის უკიდურესად შეურაცხმყოფელი – მიხეილ III, დედოფალი ზოია და ანგელოსების იმპერატორთა დინასტიის რიგი წარმომადგენლები – შეიძლება ითქვას,რომ ერთობ უსაზიზღრეს პიროვნებებს წარმოადგენდნენ.თუმცა ბიზანტიას სხვადასხვა ეპოქებში მართავდნენ მამაცი,პატრიოტი და ღვთისმოშიში ადამიანებიც,რომელთავ მმართველობის ჟამს ქვეყანას მეტ-ნაკლები წარმატებები გააჩნდა.განსაკუთრებულად უარყოფითი რეპუტაცია ბიზანტიას XVIII-XIX საუკუნეებში შესძინა ინგლისელი ისტორიკოსის – ედუარდ გიბონის ისტორიულმა ნაშრომმა,სახელწოდებით – „რომის იმპერიის დაცემისა და განადგურების ისტორია”. – (ავტორი გენია.ჯი)