სემიუელ მორზეს პოლიტიკური კრახი
დღეისათვის სახელოვანი ამერიკელი გამომგონებლისა და მხატვრის – სემიუელ მორზეს (1791-1872 წლები) როლი განისაზღვრება,როგორც „მორზეს ანბანის” და ტელეგრაფის კომერციალიზაციის ფუძემდებლისა,თუმცა არავინ იგონებს და ყველას ავიწყდება ის,რომ ელექტრომაგნიტური აპარატის გამომგონებელს ერთობ წარუმატებელი პოლიტიკური კარიერა გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სემიუელის პოლიტიკური მსოფლმხედველობა ანტი-კათოლიკურ და ანტი-ემიგრანტულ პრინციპებზე გახლდათ დამყარებული. 1834 წელს მორზე აშშ-ი მოქმედ ნატივისტურ მოძრაობას შეუერთდა და „ბრუტუსის” ფსევდონიმით სტატიების გამოქვეყნება დაიწყო ადგილობრივ პრესაში.იგი მკითხველს არწმუნებდა,რომ კათოლიკური ეკლესია ამერიკული ცხოვრების წესის განადგურების მიზნით შეთქმულებას ამზადებდა.გარდა კათოლიკური ეკლესიისა,სემიუელის სამიზნეს ირლანდიიდან და იტალიიდან აშშ-ი ემიგრირებული ღარიბი ფენის ემიგრანტებიც წარმოადგენდნენ,რომელთაც მორზე ბრალს სდებდა არა მხოლოდ რომაული კათოლიციზმის გავრცელებაში,არამედ ამერიკელებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაშიც.ის კი არა და, ნატივისტური მოძრაობის ლიდერად ქცეულმა გამომგონებელმა მეგობრებისა და პარტიის წევრების რჩევით ნიუ-იორკის მერის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა 1836 წელს,მაგრამ მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მოსახლეობისათვის,რომ მორზემ კანდიდატებს შორის – უკანასკნელი ადგილი დაიკავა.პოლიტიკური კრახის შემდგომ,სემიუელი საბოლოოდ ჩამოსცილდა ნატივისტურ მოძრაობას და მთელი თავისი თავისუფალი დრო,საბედნიეროდ,სამეცნიერო ასპარეზს დაუთმო. – (ავტორი გენია.ჯი)