ლუციუს ანეუს სენეკა – „ეპიზოდი”
სტოიციზმის მიმდევარი გენიალური რომაელი ფილოსოფოსი,დრამატურგი და პოეტი - ლუციუს ანეუს სენეკა (ძვ.წ.აღ-ით 4 – ახ.წ.აღ-ით 65 წლები),რომელიც აღმზრდელი და მრჩეველი გახლდათ ისეთი ოდიოზი პიროვნებისა,როგორიც იყო რომის იმპერატორი – ნერონი,ერთობ ნაყოფიერ ავტორად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედებიდან მკვლევარები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ „მორალურ გზავნილებად” წოდებულ 124 წერილისაგან შემდგარ ნაშრომს,სახელწოდებით – „Epistula Moralis”-სა და „წერილები ლუცილიუსს”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ „მორალის ეპისტოლეს” სამოცდამეათე წერილში სენეკა თვითმკვლელობის საშინელ აქტს ამართლებდა და ამ პრაქტიკის დიდი მხარდამჭერიც გახლდათ.ლუციუსი აღნიშნული საკითხის შესახებ წერდა – „გონიერმა ადამიანმა უნდა იცოცხლოს მანამ,სანამ ვალდებულია,რომ იცოცხლოს, და არა მანამ ისე ხანგრძლივად,სანამ შეუძლია იცოცხლოსო”.უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც,რომ თავად სენეკამაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.თუმცა ეს არ იყო ლუციუსის ნებით აღსრულებული ქმედება,რადგან სენეკას თვითმკვლელობის ჩადენა მისივე აღზრდილმა ნერონმა აიძულა. – (ავტორი გენია.ჯი)