დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1945 წლის 17 აგვისტოს გაერთიანებულ სამეფოში გამოცემული იქნა დიდი ინგლისელი მწერლისა და ესეისტის – ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე – „ცხოველების ფერმა”,სადაც ანტიუტოპიური ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ გმირს ცხოველთა ფერმაში დიდი ძალაუფლების ხელში ჩამგდები აგრესიული ღორი,სახელად – ნაპოლეონი წარმოადგენდა.რამდენიმე ხანში,ორუელის ლიტერატურული ქმნილება თარგმნილი იქნა ფრანგულ ენაზეც,თუმცა პარიზში პირველად გამოცემულ „ცხოველების ფერმა”-ში რომანის მთავარი გმირის სახელი -„ ნაპოლეონი”,რატომღაც ჩანაცვლებული იქნა სხვა,საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული ტიტულის სახელწოდებით (მომდევნო გამოცემებში დაუბრუნეს ორიგინალური სახელი).დაასახელეთ,რომელი ისტორიული ტიტულის სახელით იქნა ჩანაცვლებული „ნაპოლეონი” საფრანგეთში პირველად გამოქვეყნებულ ორუელის რომანში?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: კეისარი.