დანიური საპროტესტო ღორი

XX საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთ ფრიზიის რაიონში (გერმანია),კერძოდ კი,შლეზვინგ-ჰოლშტაინის მხარეში დასახლებულ დანიელებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა თავიანთ სახლებთან დანიის სამეფოს ეროვნული დროშების აღმართვა-გამოფენა,რამაც თავის მხრივ,ჩრდილოეთ ევროპელი (სკანდინავიელი) ხალხი ერთობ გაანაწყენა. (ავტორი გენია.ჯი) ხელისუფლების საპასუხოდ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელმა დანიელებმა ერთობ ორიგინალური საპროტესტო ფორმა გამოძებნეს: მათმა შავ-თეთრი ჰოლშტეინური,იუტლანდური და წითელი ინგლისური ღორების შეჯვარების შედეგად სპეციალურად გამოიყვანეს ახალი ჯიშის ღორი,რომელსაც სახელწოდებად – „დანიური საპროტესტო ღორი” უწოდეს.მათი შეფერილობა დანიის სამეფოს ეროვნული დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი (სრულ მოწითალო ფერთა გამაზე თეთრი ვერტიკალური ზოლით).

დანიური საპროტესტო ღორის სიმაღლე 92 სანტიმეტრია და საშუალოდ იწონის 350 კილოგრამს. 1968 წლისათვის აღნიშნულ შინაურ ცხოველთა პოპულაცია იმდენად იქნა შემცირებული,რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი გადაშენებულ ცხოველთა კატეგორიაშიც კი შეიყვანეს.თუმცა,მას შემდეგ,რაც 1984 წელს შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე კვლავაც აღმოაჩინეს იგი,რამდენიმე თემმა კვლავაც აქტიურად დაიწყო დანიური საპროტესტო ღორების მომრავლება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>