არაადამიანური დასჯის მეთოდი XVII საუკუნის საფრანგეთში
როგორც ცნობილია,ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთში,ქვეყნის ესა თუ ის ხელისუფლება განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძოდა ჰუგენოტებს (გავიხსენოთ „ბართლომეს ღამე”) და მათ მიმართ უმკაცრეს სადამსჯელო ღონისძიებებსაც აწარმოებდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ სხვადასხვა სახის სასჯელებს შორის,რომელთაც კათოლიკეები ჰუგენოტების წინააღმდეგ იყენებდნენ,განსაკუთრებულად ამაზრზენ სასჯელს წარმოადგენდა ერთი არაადამიანური სასჯელი.კერძოდ, XVII საუკუნის საფრანგეთში იმ ჰუგენოტ ქალებს,რომლებსაც პატარა ჩვილები ჰყავდათ,ჯერ აკავებდნენ,შემდგომ კი ჯალათები აშიშვლებდნენ,ბოძებზე აკრავდნენ და შორიახლო თავიანთ პირმშოებს უყენებდნენ.დროთა განმავლობაში ბოძზე გაკრულ მეძუძურ დედებს მკერდი რძით ევსებოდათ,თუმცა შიმშილისაგან დაოსებულ ჩვილებს,რომლებიც საზარლად გაჰკიოდნენ,მტარვალები დედებს არ აკარებდნენ.ამ უსაძაგლესი პროცესის დროს კი ჯალათები გამუდმებით ცდილობდნენ ჩაეგონებინათ ბრალდებული ჰუგენოტი ქალებისათვის თავიანთ რწმენაზე უარი განეცხადებინათ.შესაბამისად,ისინი დგებოდნენ ორი უცილობელი არჩევანის წინაშე: მათ ან რწმენა უნდა გაეწირათ,ან თავიანთი ჩვილები… – (ავტორი გენია.ჯი)