პლანარიები – „ეპიზოდი”
იმ შემთხვევაში,თუ უხერხემლო ცხოველების ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს – მიწის ჭიას თანაბარ ნაწილებად გადავჭრით შუაზე,ორი ახალი ჭია არ გამოვა,თუმცა იმ პირველ გადაჭრილ ნაწილს,რომელზედაც ჭიის თავია განთავსებული,რეგენირების უნარი შესწევს და სხეულის მეორე ნაწილისაგან განსხვავებით,რომელიც უცილობლად კვდება, – არსებობას განაგრძობს. (ავტორი გენია.ჯი) აი,პირველადპირიანების ტიპის – ბრტყელი ჭიების ოჯახის ერთ წარმომადგენლებს – პლანარიებს კი,რომელთა სიგრძეც 1 მილიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე მერყეობს,რეგენირების გასაოცარი უნარი გააჩნიათ და შესაბამისად,ძალუძთ სრულყოფილად აღიდგინონ გადაჭრილი სხეული და განაგრძონ არსებობა,რაოდენ უმცირეს ნაწილებადაც არ უნდა გადავჭრათ ისინი.მაგალითად,ერთ-ერთი ექსპერიმენტის ფარგლებში,რა დროსაც პლანარიის სხეული 279 უმცირეს ნაწილებად იქნა დანაწევრებული,აბსოლუტურად ყველა გადაჭრილმა ნაწილმა განიცადა რეგენირება და კვლავაც ძველებურად განაგრძო არსებობა. – (ავტორი გენია.ჯი)