ვიქტორ-მარი ჰიუგო წერდა…
„საზარელი მომენტები აქვს ჩვენს ცივილიზაციას,როდესაც უბრალო დანაშაულის გამო იძულებულია სისხლის სამართლით საუკუნოდ დაღუპოს ადამიანი… საშინელება არ არის,განათლებულმა საზოგადოებამ მოიწყვიტოს და ანდერძი აუგოს თავის მოაზროვნე წევრს? რატომ არ ზრუნავს საზოგადოება,რომ შრომის მსურველს ყოველთვის ჰქონდეს საქმე და ლუკმა პური. და თუკი ამას არ ზრუნავს,მაშ რა უფლებითღა ზრუნავს და მართავს ციხეებს,რომ შიგ ამოალპოს უსაქმურად და ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანი,რომელიც შიმშილისაგან სიკვდილს გაურბის და პურის მოპარვას გაბედავს? რათ ეკიდება საზოგადოება ასე მტრულად თავის წევრს,გაჭირვების მახეს უგებს და სასიკვდილოდ აღარ ინდობს,ვისაც შიგ გააბამს?
ან ვის ეპყრობა საზოგადოება ასე სასტიკად? სწორედ იმათ,ვისაც წილი არ რგებია ქვეყნის სარჩოს განაწილებაში, და მაშასადამე სიბრალულისა და დახმარების ღირსნი არიან და არა მტრობისა”. – (ავტორი გენია.ჯი)