ანა ახმატოვა – „სატრფოს”
დაღონებულხარ.მძიმე სულს თითქოს
უარყოფილი ოცნება ერთვის,
მაგრამ,რაც უფრო წყვდიადი გიპყრობს,
მით უფრო მიმზიდველი ხარ ჩემთვის.
ბინძურ ღამეთა წყება,დალევა,
სიზმრის თუ ცხადის გირჩენს იარებს,
მაგრამ ტანჯულმა მწვანე თვალებმა,
ჩანს,ხსნას ღვინოშიც ვეღარ მიაგნეს
და გული ითხოვს სწრაფ სიკვდილს,რომ სულ
დაეხსნას უღელს მძიმე ბედ-იღბლის.
ვინ იცის,ქარი ჩემამდე მოსულ
შენს მერამდენე მუდარას ითვლის…
მე დაბრუნებას გავბედავ როგორ?
სამშობლოს ზეცის მაქვს განაჩენი…
მე – გაგიხსენო – ეს ძალმიძს მხოლოდ,
შენ არ გაბედო ხსენება ჩემი!
როგორ ვილოცო უფალთან შენთვის?!
იზრდება მოკლულ იმედთა რიგი…
მე ტრფობის იმგვარ მძაფრ ცეცხლში ვიწვი,
შენც ვერ შეძელი ჩაგექრო იგი!..