პათოლოგიურად შეშლილი ასტურიის პრინცი – დონ კარლოსი
ესპანეთის მეფის – ფილიპე მეორისა და მისი ულამაზესი მეუღლის – მარია პორტუგალიელის ვაჟი,ასტურიის პრინცი - დონ კარლოსი (1545-1568 წლები),რომელიც ჰაბსბურგების სისხლის აღრევის შედეგად იქნა მოვლენილი ქვეყნიერებას,იმთავითვე ფიზიკური დეფექტებითა და გონებაჩამორჩენილობით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვადასხვა სიგრძის ფეხებისა და კუზის მქონე პრინცის გადარჩენას ბევრი არ მოელოდა,თუმცა ასე იყო თუ ისე,კარლოსი ზრდას განაგრძობდა.ზემოაღნიშნულმა გაემოებებმა გონებაშეზღუდული მოზარდი პრინცი ერთობ აგრესიულ და სისხლისმსმელ ადამიანად ჩამოაყალიბა. 8-9 წლის ასაკში მყოფი კარლოსის ერთგვარ გასართობ საშუალებას მოსამსახურე გოგონებისა და ლაქიების მასხრად აგდება წარმოადგენდა,თუმცა განსაკუთრებით პრინცს ძაღლებისათვის გენეტალიების მოკვეთის პროცესი ახალისებდა.ცნობილია ისიც,რომ ერთ დღეს კარლოსის ამაზრზენ და დაუნდობელ ქმედებებს 20 ცხენი შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ამ უსასტიკესი ბუნების მქონე ახალგაზრდა კაცს ძალიან დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა უბედური ცხოველების ცოცხლად დაწვის ყურება.იგი ხშირად უნახავთ გველებზე ნადირობის პროცესში, და უნახავთ ისიც,თუ,როგორ კბენდა დაჭერილ გველებს თავზე.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა,ქვეშევრდომებმა შეგირდს მაინც ვერაფერი შეასწავლეს და, როდესაც ამის შესახებ ფილიპესთან დაიჩივლეს,სასოწარკვეთილ მამას მხოლოდ ერთი სიტყვა დასცდა: „ – შეუძლებელია!”
და მაინც,მონარქმა მამამ თავისი შეშლილი ვაჟი უნივერსიტეტში მიავლინა სასწავლებლად,მაგრამ არც აქედან გამოვიდა რაიმე.ესპანეთის სამეფო კარზე ყველა ღიად ამბობდა,რომ კარლოსი იმპოტენტი იყო.ამ გარემოებას ადასტურებდა ისიც,რომ ერთადერთი დამოკიდებულება,რასაც ის ახალგაზრდა გოგონებისადმი იჩენდა,მათი სასტიკად გამათრახება იყო.ის კი არა და, სახელმწიფო ხაზინიდან მეფემ სპეციალურად გამოჰყო თანხები,რათა მისი ვაჟის მიერ გამათრახებულ გოგონებს იარები განეკურნათ. 1568 წლის 17 იანვარს შვილის ამაზრზენი ქმედებებისაგან განრისხებული ფილიპე კარლოსის საძინებელში შეიჭრა დაცვასთან ერთად.ამ დროს პრინცს,ისევე როგორც ყოველთვის,საწოლის ირგვლივ ხმლები ჰქონდა ჩამოლაგებული და როდესაც ახლადგაღვიძებულმა განრისხებული მამა იხილა,უმალვე თვითმკვლელობა სცადა. „თუკი თავს მოიკლავ,ყველა დარწმუნდება,რომ შენ მართლაც შეშლილი ხარ”. – მიმართა ფილიპემ ვაჟს,რამაც კარლოსს სუიციდის ჩადენაზე ხელი ააღებინა.მას შემდეგ,პათოლოგიურად შეშლილი პრინცი სამეფო კოშკში იქნა გამომწყვდეული და ასე რომ ვთქვათ, – ცოცხლად დამარხული.
ექვსი თვის თავზე,კოშკში გამოკეტილმა შეშლილმა ასტურიის პრინცმა შიმშილობა გამოაცხადა,რის გამოც მას ქვეშევრდომები იძულების წესით კვებავდნენ.პროტესტის ნიშნად კარლოსმა თავისი უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი და მის ხელთ არსებული სხვა ძვირფასეულობები გადაყლაპა და კვლავაც სუიციდის აქტის ჩადენა სცადა.როგორც რამდენიმე ისტორიული წყარო ირწმუნება,საბოლოო ჯამში,მოთმინების ფიალა ავსებულმა ფილიპემ მისთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო: დონ კარლოსი მეფის ბრძანებით გაისტუმრეს იმიერში (მოწამლეს). – (ავტორი გენია.ჯი)