შიზოიდი, სადისტი და მაზოხისტი მონარქი – კრისტიან VII
1766 წელს დანიისა და ნორვეგიის სამეფო ტახტზე ავიდა მაზოხისტი და სასტიკი ბუნების მქონე – კრისტიან VII (1749-1808 წლები), რომლის არანორმალურობაშიც იმთავითვე არავის ეპარებოდა ეჭვი. (ავტორი გენია.ჯი) კრისტიანის მამა – ფრედერიკ V ქრონიკული ალკოჰოლიზმისთვის გახლდათ განწირული, ხოლო დედა – ლუიზა კი ყრმობის ასაკშივე გარდაეცვალა. (ავტორი გენია.ჯი) იგი საშინლად სძულდა არა მხოლოდ დედინაცვალს, არამედ აღმზრდელ-მასწავლებლებსაც, რის გამოც სამეფო ტახტის მემკვიდრე ხშირად ხდებოდა ძალადობის (ცემის) მსხვერპლი. აღნიშნულმა გარემოებებმა კრისტიანის ისედაც სუსტ ფსიქიკაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონია, რამაც თავი განსაკუთრებით მეფის 17 წლის ასაკში ყოფნისას იჩინა. იმ უბინძურესი და ამორალური ქმედების გაცნობისაგან, რომელიც მისი „პიროვნებისათვის” დამახასიათებელ თვისებად იქცა და რითაც ზემოაღნიშნულ ასაკში იხიბლებოდა მონარქი, თავს შევიკავებ… თუმცა კი შევნიშნავ, რომ მისთვის დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ სადისტური, არამედ სადომაზოხისტური მიდრეკილებებიც. ამ შეშლილი მეფის ერთ-ერთ საყვარელ გასართობს ბრალდებულთა წამების პროცედურებზე დასრება წარმოადგენდა, სადაც მონარქი ეგრეთ წოდებულ – „სადამსჯელო სპექტაკლებს” დგამდა, რომლის მთავარი მოქმედი პირი თავადვე იყო. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია,რომ ამ დროს მაზოხისტი კრისტიანი თავის ქვეშევრდომებს აიძულებდა არა მხოლოდ ბრალდებული ეცემათ დაუნდობლად, არამედ – ერთმანეთიც კი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მეფე საკუთარ სხეულს პოლიგონად იყენებდა… გარდა ამისა, სადომაზოხისტ მონარქს კედელთან კრივითაც უყვარდა თავის შექცევა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც იგი მანამ ურტყამდა თავს კედელს, სანამ სისხლი არ წასკდებოდა. ჰალუცინაციებისა და საშინელი ფანტაზიების ტყვეობაში მყოფი კრისტიანისათვის დამახასიათებელ თვისებას ასევე წარმოადგენდა ქვეშევრდომთა დამცირება, ცემა და მათთვის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სროლა. ღამით ქუჩებში გასული მეფე ხშირად სტუმრობდა საროსკიპოებს და ამაზრზენ ორგიებში ერთვებოდა. და, როდესაც უკან ალკოჰოლისაგან რეტდასხმული სასახლისაკენ მიემართებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა გზაში შემთხვევითი გამვლელებისათვის შარი მოედო და ისინი ბრძოლაში გამოეწვია, რასაც თავის მხრივ, არაერთი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა მოჰყვა თან. (ავტორი გენია.ჯი) იცოდნენ-რა მეფის ასეთი თვისება, ღამით ქუჩებში გასვლისაგან მოსახლეობა თავს იკავებდა.
გერმანული წარმომავლობის მქონე კრისტიანის პირადი ექიმი – იოჰან ფრიდრიხ სტრუნზე, რომელიც შემდგომ დედოფლის – კაროლინა მატილდა უელსელის ფავორიტად (საყვარლად) იქცა, შიზოიდ კრისტიანს ცივი აბაზანებითა და ოპიუმის გამოყენებით მკურნალობდა, თუმცა ამას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ის კი არა და, კრისტიანს თავისმა ფსიქიკურმა მდგომარეობამ ხელიდან გამოაცალა სახელმწიფოს მართვის სადავეები, რომელიც მისი მეუღლის საყვარელმა, ექიმმა სტრუნზემ აიღო ხელში. ამის შემდგომ დანიისა და ნორვეგიის მეფეს დარჩენილი სიცოცხლის გატარება სრულ სოციალურ იზოლაციაში მოუხდა. ქვეშევრდომებს აკრძალული ჰქონდათ მასთან გამოლაპარაკებაც კი. ყველასგან იგნორირებულმა მეფემ დარჩენილი ცხოვრება შიშებში გალია და 1808 წლის 13 მარტს მისმა გულმა საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. – (ავტორი გენია.ჯი)
კაროლინა მატილდა უელსელი
იოჰან ფრიდრიხ სტრუნზე