მესტრიუს პლუტარქე – „ეპიზოდი”
დიდი ძველბერძენი მწერალი,ისტორიკოსი და ფილოსოფოსი – მესტრიუს პლუტარქე (46-127 წლები),ისევე როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი,აღმერთებდა თავის ოჯახს და არაერთხელ მოიხსენია იგი საკუთარ ნაწარმოებებში. (ავტორი გენია.ჯი) მესტრიუსსა და მის მეუღლეს – ტიმოქსენას,თანაცხოვრებაში ოთხი შვილი შეეძინათ,სამი ვაჟი და ერთი გოგონა,თუმცა მათგან ორი მათგანი (გოგონა და ერთ-ერთი ვაჟი) ჯერ კიდევ სიყრმის ასაკშივე გამოაცალათ ხელიდან დაუნდობელმა სიკვდილმა,რამაც უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა ქალი.იმისათვის,რომ მესტრიუსს საყვარელი მეუღლე როგორმე დაემშვიდებინა,ფილოსოფოსმა დაწერა თხზულება,სახელწოდებით – „მეუღლის ნუგეშისცემა”,რომელმაც საბედნიეროდ დღევანდელ ეპოქამდე მოაღწია. – (ავტორი გენია.ჯი)