ბლეზ პასკალი – „ეპიზოდი”
როგორც გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – ბლეზ პასკალის (1623-1662 წლები) ბიოგრაფები გვამცნობენ, „ალბათობის თეორიის” ავტორი იმთავითვე ერთობ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ბიოგრაფთა მტკიცებითვე,ასკეტური ცხოვრების წესის მოყვარული „მათემატიკური ანალიზის” ფუძემდებელი,რომლისთვისაც ერთადერთ ფავორიტს – „მეცნიერება” წარმოადგენდა,სამი წლის ასაკში მოწყალების მთხოვნელ ქალს მას შემდეგ დაუწყევლია,რაც მამამისს მისთვის ფული არ მიუცია.ჯადოქრობის არსებობაში ღრმად დარწმუნებულმა ეტიენმა (პასკალის მამამ) აღნიშნული შემთხვევიდან მცირეოდენი ხნის გასვლის შემდგომ,თავისი პატარა ვაჟის წყევლისაგან დაცვა ისევ ჯადორობის მეშვეობით გადაწყვიტა და ამისათვის ერთ-ერთ მაგს დაუკავშირდა,რომელმაც თავის მხრივ,პატარა ბლეზისადმი მიმართული წყევლა შავ კატაზე გადაიტანა.მიუხედავად ამისა,პასკალის ჯანმრთელობას მაინც არაფერი ეშველა.თავად მეცნიერი კი მოგვიანებით,საკუთარი ჯანმრთელობის სისუსტესა და ავადმყოფობას გონების უკიდურეს გადაღლას უკავშირებდა.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მას მრავალი დავადება ტანჯავდა.მათ შორის ყველაზე საშინელ დაავადებას თავის ტვინის კიბო წარმოადგენდა.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,სულ რაღაც 37 წლის ასაკში მყოფი გენიოსი იმდენად იყო გატანჯული სხვადასხვა სენით,რომ ღრმად მოხუცებულსაც კი ჰგავდაო. 1662 წლის 19 აგვისტოს 40 წლის ასაკში მყოფი ბლეზ პასკალი პარიზში აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)