დიოგენე სინოპელის ექსტრავაგანტული შურისძიება
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გენიალურმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა და კინიკური სკოლის ფუძემდებელმა – დიოგენე სინოპელმა (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები),საკუთარ თავი ალექსანდრე მაკედონელთან გამართული დიალოგისას „ძაღლად” მოიხსენია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი უმალვე იქნა გავრცელებული მოსახლეობაში,რამაც ერთობ უჩვეულო და ექსტრავაგანტული პერფომანსების მომწყობი მოაზროვნე დაცინვისა და მასხრად აგდების ობიექტად აქცია.ერთ დღეს,ათენის აგორას სიახლოვეს განთავსებულ იმ სახელდახელო ტრიბუნას,საიდანაც სინოპელი სიტყვით მიმართავდა მოქალაქეებს,რამდენიმე ახლგაზრდა მიუახლოვდა.დაცინვის მიზნით,ახალგაზრდებმა დიოგენეს ძაღლის ყეფის იმიტაცია მოუწყვეს და ტრიბუნაზე ძვალი აუგდეს,რამაც დიოგენესაგან განსხვავებით,ხალხი ერთობ გაახალისა.შეურაცხყოფილმა ფილოსოფოსმა სიტყვით გამოსვლა უმალვე შეწყვიტა და შური მის შეურაცხმყოფელ ახალგაზრდებზე იმით იძია,რომ მათ პირდაპირ ტრიბუნიდანვე გადააშარდა. – (ავტორი გენია.ჯი)