პლატონი – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით 347 წლის (შესაძლოა 348 წლის) 21 მაისს,ატიკური წელიწადის მეთერთმეტე თვეში – თარგელიონში,თავის დაბადების დღეზე ხანდაზმულ ასაკში ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი,სოკრატეს მოწაფე და არისტოტელეს მასწავლებელი – პლატონი. (ავტორი გენია.ჯი) მისი ცხედარი დაკრძალული იქნა ათენის აკადემიის სიახლოვეს კერამიკისაგან დამზადებულ აკლდამაში,რომელზეც შემდეგი სახის ეპიტაფია იქნა ამოკვეთილი: „ორი ვაჟი შვა აპოლონმა – ასკლეპიოსი და პლატონი.პირველი მათგანი კურნავს – სხეულს,ხოლო მეორე კი – სულს”. – (ავტორი გენია.ჯი)