იცით თუ არა,რომ
1. საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ ეტაპზე,როდესაც ქვეყანა სასტიკმა რეპრესიებმა მოიცვა,პარიზის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ ეშაფოტთან,სადაც გილიოტინის გამოყენებით თავებს ჰკვეთდნენ ასეულობით ადამიანს,ხშირად შეუნიშნავთ საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ჟან პოლ მარატი,რომელიც აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს – კაცის კვლას! – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ყოველი იეზუიტი სასულიერო უფროსობის ხელში გვამს უნდა ემსგავსოს”. – ამ სიტყვებით მოძღვრავდა იეზუიტთა ორდენის უმთავრესი ბასკი ფუძემდებელი – იგნატიუს ლოიოლა „იესოს კომპანიაში (საზოგადოებაში)” გაწევრიანების მსურველებს.
* * *
3. პირველ რუს პროფესიონალ კომპოზიტორ-ქალს ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი მხატვრისა და გრაფიკოსის – ვალენტინ სეროვის დედა – ვალენტინა სეროვა (ბერგმანი) წარმოადგენდა.
* * *
4. XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვრის – პოლ სეზანის მამამ – ლუი-ოგიუსტ სეზანმა,რომელმაც ვაჭრობა ქუდების გაყიდვით დაიწყო,იმდენად დიდი ფული იშოვა,რომ საკუთარი ბანკიც კი დააარსა.
* * *
5. შოტლანდიური წარმომავლობის მქონე დიდი მეცნიერი და ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებელი – ალექსანდრე ბელი,ყოველთვის ღამით მუშაობდა (დილის ოთხ საათზე ასრულებდა მუშაობას),რაც ხშირად ხდებოდა კონფლიქტის მიზეზი მეუღლესთან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის – ვაჟა-ფშაველას მამა,სოფლის მღვდელი – პავლე რაზიკაშვილი რომ ერთობ განათლებული პიროვნება ყოფილა,საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.ქართული ისტორიის დიდი მცოდნე სიტყვა – ხევსურის წარმომავლობას ერთობ საინტერესო და უცნაური ისტორიით ხსნიდა: „როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქუდუნოსორმა აიკლო და გაანადგურა იერუსალიმი და ებრაელები განფანტა მთელ დედამიწის ზურგზე,ბევრი იმათგანი გადმოსახლებულა კავკასიონის მთების ხევებში საცხოვრებლად, და აი სწორედ ამ ხევში დასახლებულ ებრაელებს უწოდეს ხევის ურიები,ანუ ცოტა შემოკლებით – ხევსურებიო”.თუ რომელი ისტორიული წყაროდან გააჩნდა აღნიშნული ინფორმაცია პავლე რაზიკაშვილს,ჩვენთვის დღემდე გამოცანად რჩება.
* * *
7. საფრანგეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოზე – „საპატიო ლეგიონის ორდენზე”,რომელიც დაწესებული იქნა 1802 წლის 19 მაისს ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ,თავდაპირველად კორსიკელი იმპერატორის პროფილი იყო გამოსახული,თუმცა მისი ზეობის დასრულებისთანავე,ორდენზე ქვეყნის სამეფო სიმბოლო – სამი შროშანა იქნა აღბეჭდილი.
* * *
8. ქართველი მწერლისადმი – სოფრომ მგალობლიშვილისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში,გაზეთ „ივერიის” რედაქციის მდივანმა – გრიგოლ ყიფშიძემ ქართველთა „უგვირგვინო მეფედ” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილი – ილია ჭავჭავაძე, – „ძუნწ კარაპეტად” მოიხსენია.
* * *
9. „მეც მივიღე მაჰმადიანობა,მაგრამ მაინც საქართველოთი ვცხოვრობო”, – ასე განუცხადებია ქეთევან დედოფლისათვის ალავერდი-ხანი უნდილაძის ვაჟს,სპარსული არმიის სარდალს – იმამყული-ხანი უნდილაძეს,როდესაც იგი მოწამეობრივი აღსასრულისათვის განწირულს ურჩევდა,რომ გარეგნულად დაეთმო თავისი რწმენა.
* * *
10. XVII საუკუნეში დაწერილი პოემა „დიდმოურავიანი”,სადაც მრავალასპექტოვანი სახით არის წარმოდგენილი გიორგი სააკაძის სახე,ავტორმა – იოსებ თბილელმა (გვარად სააკაძემ) საქართველოს მეფის არჩილ II-ის დავალებით შექმნა. – (ავტორი გენია.ჯი)