დავით ახლოური – „მჭირდები”

მჭირდები,როგორც ჰაერი,

მჭირდები,როგორც წყალი.

მჭირდები,როგორც იმედის

ფერმკრთალი ნაპერწკალი.

მჭირდები,როგორც ნუგეში,

როგორც საგზალი ხვალის.

მჭირდები,როგორც რწმენა და

სინათლე ორთავ თვალის.

მჭირდები,როგორც ნიავი,

მჭირდები,როგორც ქარი…

მაგრამ ყველაზე მეტად კი

მჭირდები,როგორც ქალი…

კომენტარის დატოვება