პიერ ოგიუსტ რენუარის შესახებ…
იმპრესიონიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ფრანგი მხატვრის – პიერ ოგიუსტ რენუარის (1841-1919 წლები) ბიოგრაფები ირწმუნებიან,რომ ხელოვანი ქალთა წრის დიდი მოყვარული იყო და უმეტეს შემთხვევებში თავადაც საპასუხო სიყვარულს იღებდა მათგანო. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, იმასაც ამტკიცებდნენ,რომ,თუკი ამ გენიალური მხატვრის თითოეული საყვარლის მოკლე ბიოგრაფიას დავწერთ,ერთი დიდი ტომი გამოვაო.მენატურეები,რომლებიც რენუართან მუშაობდნენ,ყოველთვის იმ აზრზე იყვნენ,რომ პიერი არასოდეს დაქორწინდებოდა.ამასვე ადასტურებდა მხატვრის მუზა,სახელოვანი ფრანგი მსახიობი ქალი – ჟანა სამარიც.მას შემდეგ,რაც 1890-იან წლებში ხელოვანმა,როგორც ნიჭიერმა იმპრესიონისტმა მხატვარმა გაითქვა სახელი,რენუარის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა.მან დროთა განმავლობაში იმპრესიონიზმის მიმართ დაკარგა ინტერესი და კლასიკური ჟანრის ქმნილებების შექმნას მიანიჭა უპირატესობა.სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მადამ კამილის მფლობელობაში არსებულ რძის მაღაზიაში პიერმა შამპან-არდენის კომუნიდან პარიზში საცხოვრებლად ახლადგადასული გოგონა – ალინა შარიგო (1859-1915 წლები),რომელმაც უმალვე მოხიბლა ხელოვანი.მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა (რენუარი ალინაზე 20 წლით უფროსი იყო),წყვილს ერთმანეთი მაინც შეუყვარდა.ხუთწლიანი არაოფიციალური ურთიერთობის შედეგად რენუარსა და შარგოს ვაჟი – ჟანი შეეძინათ და სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტეს ქორწინება. 1890 წლის 14 აპრილს წყვილმა ოფიციალური ქორწინების აქტი გააფორმა.ალინას სახვითი ხელოვნების არა გაეგებოდა რა,მაგრამ ეს სულაც არ არღვევდა ცოლ-ქმრის იდილიურ თანაცხოვრებას.შესანიშნავმა მეოჯახე ქალმა სრულად დაიპყრო გენიალური მხატვრის არსება.ალინას შესახებ თავისი დადებითი დამოკიდებულება არ დაუმალავს ცოლთმოძულე ედგარ დეგასაც.
1897 წელს რენუარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობ დამძიმდა.რევმატიზმით გატანჯული მხატვარი ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა და მიუხედავად ამისა,მზრუნველი მეუღლის დახმარებით კვლავაც აქტიურად განაგრძობდა ახალი შედევრების შექმნას.ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვულ რენუარს ხშირად სტუმრობდა ფოვიზმის ლიდერად აღიარებული გენიალური ფრანგი ფერმწერი – ანრი მატისი და სწორედ მასთან ერთ-ერთი დიალოგისას წარმოთქვა მან თავისი დაუვიწყარი ფრაზა: „ტკივილი გაივლის,სილამაზე კი დარჩებაო”.
პირველმა მსოფლიო ომმა რენუარების ოჯახში ბევრი რამ უარესობისაკენ შეცვალა.ფრონტზე მყოფი შვილების ჯავრს,საუბედუროდ,ალინა ემსხვერპლა.დაქვრივებული,დაინვალიდებული და შიმშილის ზღვარზე მყოფი მხატვარი სასოწარკვეთილ მდგომარეობას ხატვის საშუალებით იქარვებდა. და იქარვებდა მანამ,სანამ 1919 წლის 3 დეკემბერს არ აღესრულა მზის სხივის,სინათლისა და ბედნიერების მოტრფიალე გენიოსი. – (ავტორი გენია.ჯი)
ალინა შარიგო