ნოსტრადამუსის პირადი ცხოვრების შესახებ…
საყოველთაოდ ცნობილი ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგი წინასწარმეტყველის,ასტროლოგისა და ალქიმიკოსის – მიშელ დე ნოტრდამის (1503-1566 წლები),იგივე – „ნოსტრადამუსის” პირველ ქორწინებას ერთობ ტრაგიკული დასრული გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) XVI საუკუნის 30-იან წლებში დაქორწინებულ მიშელს მეუღლესთან თანაცხოვრებაში ქალ-ვაჟი შეეძინა,თუმცა მისდა საუბედუროდ, 1537 წელს მთელი მისი ოჯახი ქვეყანაში გავრცელებულმა ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა.თავს დატეხილმა საშინელმა ტრაგედიამ ნოტრდამი უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა,რაც გახდა კიდეც მიზეზი მისი რამდენიმეწლიანი სზრული იზოლირებისა საზოგადოებრივი ასპარეზიდან. 1547 წელს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობადმა და სახელგანთქმულმა წინასწარმეტყველმა გადაწყვიტა,რომ ისევ შეექმნა მყუდრო ოჯახური ნავთსაყუდელი.მისი არჩევანი ამჯერად შეჩერებული იქნა – ანა პონსარდ ჟემელიეზე.ქალზე,რომელიც შემდგომში არა მხოლოდ მის უერთგულეს თანამგზავრად იქცა,არამედ დიდებულ მეგობრადაც. და არა მხოლოდ სიცოცხლეში,არამედ სიკვდილის შემდეგაც კი… მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა და მოწიწების გამო ანას არაერთი მისი ცნობილი თანამედროვე აქებდა. 1547 წლის 11 ნოემბერს,საფრნაგეთის ქალაქ სალონში,მიშელ დე ნოტრდამმა ანა პონსარდ ჟემელიეზე ოფიციალურად იქორწინა.იდილიურ წყვილს თანაცხოვრებაში ექვსი შვილი შეეძინა: მაგდალინა, სეზარი, ანდრე, ანა, დიანა და შარლი,რომლის დაბადების თარიღი სხვა დედმამიშვილების დაბადების თარიღებისაგან განსხვავებით,დადუგენელია.
ცნობილია,რომ ნოსტრადამუსის უმცროსი ძმა – ჟან დე ნოტრდამი ერთობ ერუდირებული კაცი იყო.ჟანმა მამის – ჟაკის მსგავსად,იურისპოდენციის შესწავლა გადაწყვიტა და პროფესიონალ იურისტადაც ჩამოყალიბდა.გარდა ამისა,დაკავდა ისტორიის სათანადო შესწავლითაც.პოეზიით გატაცებული კი ხშირად ლექსებსაც წერდა.სახელოვანი მამისა და ერუდირებული ბიძის მსგავსად,ნოსტრადამუსის ვაჟმა – სეზარმა შესანიშნავი განათლება მიიღო.მან ცხოვრების ადრეული ეტაპიდანვე შედგა ფეხი ლიტერატურულ სამყაროში და თავისი დროის არა მხოლოდ პოპულარულ მწერლად იქცა,არამედ მხატვრადაც.სეზარი მეგობრობდა ისეთ ცნობილი მხატვრები,როგორებიც გახლდნენ – ფრანსუა კენელი და კოზმა დიუმუსტიე.სეზარის შესანიშნავ სამხატვრო ნიჭზე მეტყველებს ისიც,რომ იგი შეკვეთებს თავად საფრანგეთის სამეფო კარისაგან იღებდა.ლიტერატურულ ასპარეზზე გასულმა ნოსტრადამუსის ვაჟმა დაწერა „პროვანსის ისტორია”,რომელმაც იმდენად მოხიბლა საფრანგეთის მეფე ლუი XIII, რომ სეზარს მონარქმა „დიდებულის” ტიტული უბოძა.ამ დროს კი,სეზარის მამა,ქალაქ სალნში არსებული სახლის სხვენზე მოწყობილ სახელდახელო ასტრონომიულ ლაბორატორიაში ათასგვარ ასტროლოგიურ დაკვირვებებს ახდენდა.ნოტრდამების ოჯახური იდილია 1566 წლის 2 ივლისს მიშელის გარდაცვალებამ გააფერმკრთალა… – (ავტორი გენია.ჯი)