ედგარ დეგას შესახებ…
„ის მუდმივად კომპლიმენტს უძღვნიდა ჩემს გარეგნულ იერს,მაგრამ მასთან ფიზიკური სიახლოვე ყოვლად შეუძლებელი რამ გახლდათ.იმპრესიონიზმის გენია მიიჩნევდა,რომ ქალი შექმნილი იყო არა სიყვარულისათვის,არამედ შთაგონებისათვის”. – წერდა გენიალური ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის - ილერ ჟერმენ ედგარ დეგას (1834-1917 წლები) შესახებ ფრანგი მხატვარი ქალი – სუზანა ვალადონი,რომელიც არაერთხელ გამხდარა მისი მენატურე. (ავტორი გენია.ჯი) ადამიანები,რომლებიც კარგად არ იცნობენ დეგას ბიოგრაფიას და ხელოვანს საკუთარი შემოქმედებით განსჯიან,ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებათ,თითქოს მხატვარი ერთობ აქტიურად იყო ჩართული სასიყვარულო ინტრიგებში იმ მენატურე ქალებთან,რომლებიც ერთობ მრავლად ჰყავს ტილოებზე გამოსახული.თუმცა ეს ასე ნამდვილად არ იყო.დადასტურებული ფაქტია,რომ მეტრს არც ერთ მის მუზასთან არ ჰქონია ახლო ურთიერთობა და ძალიან უარყოფითად ეკიდებოდა ქორწინების ინსტიტუტის არსებობას.ამ უცნაურ თვისებას ემატებოდა ისიც,რომ მხატვარს არ უყვარდა ხმაურიანი კამპანიები და უპირატესობას სრულ მარტოობას ანიჭებდა.გარდა ამისა,მას უკიდურესად აღაშფოთებდა მისი პერსონისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაც.ზემოაღნიშნული თვისებების გამო ედგარ დეგას ახლობელთა წრეში მოფერებით – „დათუნიად” მოიხსენიებდნენ.ბიოგრაფთა განცხადებით,მელანქორიული პერფექციონისტი მხატვარი სულაც არ საჭიროებდა ფიზიკურ სიახლოვეს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან.მას უყვარდა თვალებით და მხოლოდ ამ გზით იღებდა სიამოვნებასო,ამატებენ ისინი.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხშირად შეუნიშნავთ პარიზის ქუჩებში მოხეტიალე პესიმიზმით არსავსე გენიოსი.სიკვდილის წინ კი ამ მოკრძალებულმა ხელოვანმა,თავის მეგობარს,მხატვარს – ჟან-ლუი ფორენს სთხოვა,რომ მისი დაკრძალვის დღეს ერთობ მოკლე სიტყვით გამოსულიყო: „მას ისევე როგორც მე,უყვარდა ხატვა”.ფრანგი მხატვრის ცხედარი უკანასკნელ გზაზე ფორენთან ერთად კლოდ მონემაც გააცილა. – (ავტორი გენია.ჯი)