მარტინ ლუთერის დამოკიდებულება ებრაელებისადმი
„ჰოლოკოსტის თეორიტიკოსი”. – ამ სახელწოდებით მოიხსენია საყოველთაოდ ცნობილი გერმანელი ღვთისმეტყველი,გერმანულ ენაზე ბიბლიის პირველი მთარგმნელი და ეკლესიის რეფორმაციის ინიციატორი – მარტინ ლუთერი (1483-1546 წლები) პროფესორმა – დანიელ გრუბერმა,რომელიც სხვა მრავალი სწავლულის მსგავსად ანტისემიტიზმში ადანაშაულებდა მას. (ავტორი გენია.ჯი) ლუთერის დამოკიდებულება ებრაელების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლებოდა.თავდაპირველად გერმანული ეკლესიის რეფორმატორი სრულიად თავისუფალი გახლდათ ანტისემიზმისაგან და შესაბამისად,ძალიან კარგი დამოკიდებულებაც გააჩნდა ებრაელების მიმართ,რასაც მისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაწერილი პამფლეტიც მოწმობს,რომლის სახელწოდება გახლდათ – „იესო ქრისტე ებრაელად დაიბადა”.აღნიშნულ პამფლეტში ავტორი ხაზს უსვამდა იესოს ებრაულ წარმომავლობას და მხარს უჭერდა ამ უძველესი ერის გადაწყვეტილებას უარი განეცხადებინა დადგომოდა იმ გზას,რომელზე დადგომასაც უქადაგებმა „წარმართი” რომის პაპი (ცნობისათვის,ლუთერი პონტიფიკოსსა და კათოლიკური ეკლესიის სხვა მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს – „დიდ ვირისთავიანებად” მოიხსენიებდა).იგი კატეგორიულად გმობდა ებრაელთა დევნას და ხალხს უქადაგებდა,რომ ამ ჩაგრული ერის მიმართ მაქსიმალურად გამოეჩინათ ტოლერანტული გრძნობები.გარდა ამისა,თავის აღშფოთებას არ მალავდა,როდესაც ებრაელებს მავანნი ამცირებდნენ და მათ ძაღლებად და წყეულებად მოიხსენიებდნენ.ლუთერი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ მის ქადაგებებს გერმანიაში მაცხოვრებელი ებრაელები სათანადო ყურადღებას მიაქცევდნენ და ქრისტიანებად მოექცეოდნენ,თუმცა ღვთისმეტყველის იმედი არ გამართლდა,რამაც ლუთერი ებრაელების მიმართ ერთობ მტრულად განაწყო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს მტრული დამოკიდებულება გამოამჟღავნა მან რამდენიმე ხანში,როდესაც დაწერა წიგნი – „ებრაელების და მათი ტყუილების შესახებ”,სადაც უმწვავესად გააკრიტიკა ებრაელები,რომლებმაც ქრისტიანულ რელიგიაზე მოქცევას კვლავაც იუდაიზმი არჩიეს.იგი გერმანელებს მოუწოდებდა,რომ დაენგრიათ ქრისტეს უარმყოფელთა სინაგოგები და სახლები.მოეხდინათ მათი ქონების კონფისკაცია და განედევნათ ან თავისუფლება შეეზღუდათ მათთვის.ისტორიკოსთა მტკიცებით,სწორედ გერმანიის ლუთერანულმა ეკლესიამ შთაბერა სული ებრაელთა მასიურ დევნა-განადგურებას გერმანული ნაციზმის მძვინვარების პერიოდში.ამასვე ადასტურებს ის გარემოებაც,რომ ლუთერის ქადაგებები ერთობ დიდ სიმპათიას იწვევდა მიზანთროპ ადოლფ ჰოტლერში.ის კი არა და, „დამსხვრეული ვიტრინების ღამედ” წოდებულ სისხლიან მოვლენებს,რომელიც ნაცისტებმა 1938 წლის 9-10 ნოემბერს მოუწყვეს ებრაელებს,მარტინ ლუთერის დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)