სირაკუზელების მახვილგონიერი ხერხი
ანტიკური ხანის სირაკუზას გონიერმა მაცხოვრებლებმა,რომლებიც თავის მხრივ,კუნძულ სიცილიაზე ერთ-ერთი პირველი ბერძნული კოლონიის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ,იმისათვის,რომ იონელები სპარსეთის მეფის წინააღმდეგ აეჯანყებინათ,მათთან მაცნე აფრინეს. (ავტორი გენია.ჯი) შიკრიკს მეტად რთული და ხიფათიანი გზა უნდა გაევლო სირაკუზადან იონიამდე.ყველაზე დიდ საფრთხეს კი მაცნესათვის ამ ხიფათიან გზაზე მაინც სპარსი მზვერავები წარმოადგენდნენ.მაცნეს შეპყრობის შემთხვევაში იონელი ბერძნებისადმი გაგზავნილი საიდუმლო წერილის შინაარსი სპარსებს რომ არ შეეტყოთ,სირაკუზელებმა ერთობ უჩვეულო,თუმცა-კი მეტად მახვილგონივრული „ფარული მიმოწერის” ხერხი შეიმუშავეს: შიკრიკს ბოლომდე გადაპარსეს თავი,ზედ დააწერეს მიმართვა იონელებისადმი,აცალეს თმებს წამოზრდა და მხოლოდ ამის შემდგომ გაგზავნეს იგი იონელებთან.დავალება სირაკუზელმა მაცნემ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)