რა გარემოებაში აღიზარდა ჯონ ლოკი?!
გენიალური ინგლისელი მოაზროვნის,განმანათლებლისა და ლიბერალიზმის ფუძემდებლად მიჩნეული – ჯონ ლოკის (1632-1704 წლები) პურიტანი მამა – ჯონ (უფროსი) ლოკი,ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი გახლდათ სომერსეტის საგრაფოში და საკმაოდ მაღალი შემოსავალიც გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) თავისუფლებისმოყვარეობის გრძნობით აღვსილმა უფროსმა ლოკმა ინგლისის მეფის ჩარლზ I-ის მმართველობისა და სამოქალაქო ომის მიმდინარეობის ჟამს ოლივერ კრომველის არმიაში იმსახურა კავალერიის კაპიტნის ჩინით.რევოლუციის მიმდინარეობისას გამოჩენილი უპრეცედენტო გულუხვობის გამოისობით,რომელსაც იგი რევოლუციის წარმატებისა და საზოგადოების დაბალი სოციალური ფენების დასახმარებლად იჩენდა,ლოკების ოჯახი სრულ ფინანსურ კრახამდე მიიყვანა.მიუხედავად ყველაფრის დაკარგვისა,მას ამის შესახებ არასოდეს დაუწუწუნია,რადგან მის მიერ გამოჩენილი უპრეცედენტო გულუხვობით მაგალითს აძლევდა საკუთარ ვაჟს,რომ მასაც მამის მსგავსად,ყველაფერი გაეღო საზოგადოების საკეთილდღეოდ.
დიდი ინგლისელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის დედის შესახებ ცნობები ძალიან მწირია.ცნობილია მხოლოდ ის,რომ ქალის სახელი და გვარი გახლდათ – აგნესა კინგი,რომელიც მეუღლის მსგავსად პურიტანი იყო.მეტი ინფორმაცია ფილოსოფოსის აღმზრდელის შესახებ თითქმის არ მოიპოვება.პატარა ჯონი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ოჯახში იზრდებოდა,იმ ოჯახში,სადაც მამა და დედა აბსოლუტური მონარქიის კატეგორიული მოწინააღმდეგეები გახლდნენ.გარდა ამისა,ლოკების ოჯახი ოპოზიციაში ედგა ინგლისური ეკლესიის გაბატონებულ რეჟიმსაც.შესაბამისად,პატარა ლოკის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და გონებრივ განვითარებაში დედასაც და მამასაც თავ-თავიანთი წვლილი შეჰქონდათ.ასეთი აღზრდის მეთოდმა ჯონის მამისაგან მემკვიდრეობით გადასცა თავისუფლების განუზომელი სიყვარული და საზოგადოების საკეთილდღეოდ ზრუნვის უპირობო ნება (ცნობილია,რომ ჯონ ლოკი ყოველდღიურად აკეთებდა პატარ-პატარა ქველმოქმედებებს),ხოლო დედისაგან კი ღვთის უდიდესი სიყვარული. – (ავტორი გენია.ჯი)