რატომ არ დარჩა ფერნანდო მაგელანს შთამომავლობა?!
ადელანტადოს ტიტულის მქონე სახელოვანმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა-მკვლევარმა – ფერნანდო მაგელანმა (1480-1521 წლები) რეალობად აქცია ის,რასაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ქრისტეფორე კოლუმბი.იგი გახდა ადამიანი,რომლის ხელმძღვანელობითაც განხორციელდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,იგი იყო ის პირველი ადამიანიც,რომელმაც დაამტკიცა,რომ დედამიწას სფერული ფორმა გააჩნდა.მაგელანის გარეგნული იერით თუ ვიმსჯელებთ,იგი უფრო გლეხს მოგვაგონებდა,ვიდრე დიდებულს.დაბალი სიმაღლის მქონე ფერნანდო საკმაოდ დიდი ძალით გამოირჩეოდა,თუმცა,როგორც თავად შენიშნავდა,გარეგნულ იერს დიდ ყურადღებას არ აქცევდა და მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის არა გარეგნული იერი,არამედ – საქციელი იყო.ესპანეთის სამხრეთში დაბრუნებულმა არც თუ ისე სახარბიელო გარეგნობის მქონე მაგელანმა დიეგო ბარბოსას ულამაზესი ქალიშვილი – ბეატრიჩე გაიცნო და მალე მისი მოხიბვლაც მოახერხა.გაცნობიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ შეყვარებულმა წყვილმა იქორწინა.მალევე მაგელანების ოჯახში ვაჟი დაიბადა,თუმცა შვილის დაბადების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა,რადგან საუბედუროდ იგი,რომელიღაც დაავადებამ იმსხვერპლა.მოგვიანებით ბეატრიჩე კვლავაც დაფეხმძიმდა,მაგრამ აქაც ტრაგიკულად დასრულდა ყოველივე.ახალგაზრდა ქალი მეორე შვილზე მშობიარობას გადაყვა.სწორედ ეს ტრაგიკული გარემოებები გახდა მიზეზი იმისა,რომ მსოფლიო გეოგრაფიულ აღმოჩენებში განუზომლად დიდი წვლილის დამდებ ფერნანდო მაგელანს შთამომავლობა არ დარჩენია. – (ავტორი გენია.ჯი)