რატომ დაენგრა ოჯახი კონფუცის?!
„ბედნიერი ოჯახი – დაფუძნებულია ბედნიერ სახელმწიფოზეო”, – აცხადებდა ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე,კონფუციანელობის ეთიკურ-ფილოსოფიური სისტემის ფუძემდებელი – კუნგ ფუძი (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები),იგივე – კონფუცი. (ავტორი გენია.ჯი) პირველი უნივერსიტეტის სულისჩამდგმელმა ფილოსოფოსმა,რომელიც ბაზარში თევზისა და ბოსტნეულის გაყიდვით გამოიმუშავებდა სარჩოს, 19 წლის ასაკში მეზობელი – სუნის სამეფოში მაცხოვრებელ ჩინელი დიდებულის ქალიშვილზე – კიკოან შიზე იქორწინა.თავდაპირველად ახლადშეუღლებული ცოლ-ქმარი გოგონას სახლში ცხოვრობდა,რადგან კონფუცის მოკრძალებული შემოსავალი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ოჯახის რჩენას ვერ უზრუნველყოფდა.კონფუცების წყვილს პირველად ვაჟი,სახელად – ლი შეეძინათ,რომელიც ფართო საზოგადოებისათვის – ბო-იუის სახელით არის ცნობილი,ხოლო შემდგომ კიკოანმა გოგონაც შვა.მიუხედავად ასეთი ბედნიერებისა,ცოლ-ქმარს შორის მაინც არ სუფევდა იდილიური ურთიერთობა.ცოლოურთან ცხოვრება სიძეს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა.ამას თან ერთვოდა სიდედრთან წარმოქმნილი უსიამოვნებანიც.გარდა ამისა,მას ურთიერთობა დაეძაბა მეუღლესთანაც,რომელმაც ვერ გაუგო ფილოსოფოსს და დაუფარავად გამოხატა თავისი საშინელი გულისწყრომა მის მიერ არჩეული ახალი გზის მიმართ.შევნიშნოთ ისიც,რომ იმ მიზეზების დასახელებისაგან,თუ რატომ სუფევდა კონფუცების ოჯახში დაძაბული ურთიერთობა,ფილოსოფოსის მოსწავლეები ყოველთვის გაურბოდნენ და დუმილს ამჯობინებდნენ,რამეთუ ეს ფაქტი მათი აზრით ჩრდილს მიაყენებდა მასწავლებლის სწავლებებსა და მოწოდებებს.ამბობენ,რომ კონფუცი ოჯახში ძალიან მკაცრი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ტრაბახისა და არაფრისმომცემი საუბრების მოძულე ფილოსოფოსის სახელი საქვეყნოდ იქნა განთქმული,კონფუცის შემოსავლები შესამჩნევად გაიზარდა (მას უამრავ საჩუქარს უძღვნიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო ჩინოვნიკები და მმართველები).შედეგად ფილოსოფოსს საშუალება გაუჩნდა საცხოვრებლად ოჯახი ცოლოურიდან სხვაგან გადაეყვანა.მიუხედავად ამისა,მან კიკოანთან ურთიერთობა მაინც ვერ დაალაგა და იძულებული გახდა მას საბოლოოდ გაჰყროდა.სხვათაშორის,შევნიშნავ იმასაც,რომ კონფუცის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა არა მხოლოდ მისი ვაჟისათვის,არამედ ფილოსოფოსის შვილიშვილისათვისაც კი – თითოეული მათგანის ქორწინება საბოლოო ჯამში ოჯახის დანგრევით დასრულდა.
კონფუცის მოღვაწეობის ჟამს ჩინეთში განქორწინება მეტად მარტივ პროცედურას წარმოადგენდა: საკმარისი იყო ქმარს მეუღლე ცოლოურის სახლში მიეყვანა და ოფიციალურად განეცხადებინა უარი ქალზე მისი მშობლების ტანდასწრებით.ფილოსოფოსი სწორედ ასე მოიქცა და კიკოან ში კვლავაც ხანდაზმული მშობლების სახლში დაააბრუნა.
როდესაც კონფუცის ოჯახური ცხოვრების პერიპეტიებს ვეცნობი,ეგრევე მაგონდება გენიალური სოკრატეს ერთი ბრძნული გამონათქვამი: „თუ კარგი ცოლი შეგხვდა – ბედნიერი გახდები,ხოლო თუ ცუდი – ფილოსოფოსიო”, და აკი გახდა კიდეც კუნგ ფუძი დიდებული ფილოსოფოსი. – (ავტორი გენია.ჯი)