სტეფანე რუდანსკის სულმაღალი თვისება

გამოჩენილი უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი – სტეფანე რუდანსკი (1833-1873 წლები),რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ და ამ სპეციალობით იალტის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც მუშაობდა,ძალიან სულმაღალ და კაცთმოყვარე პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) იალტაში მაცხოვრებელი ყველა ღარიბ-ღატაკი და მიუსაფარი ადამიანისათვის იყო ცნობილი,თუ,რაოდენ გულკეთილი კაცი იყო რუდანსკი.იგი არასოდეს იღებდა გასამრჯელოს და ყოველთვის უფასოდ მკრნალობდა მათ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე (უკრაინა) განთავსებული ქალაქ იალტის ღარიბი მოსახლეობა მასთან მკურნალობას ანიჭებდა უპირატესობას.იმ შემთხვევაში,თუ ყოვლად უქონელი პაციენტი მკურნალობის პერიოდში თავშესაფარს ვერ იპოვიდა,მაშინ ამ სულმაღალ ადამიანს იგი საკუთარ სახლში გადაჰყავდა და იქ მკურნალობდა,კვებავდა და უვლიდა ყოველგვარი გასამრჯელოს მიღების გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>